დღეს თბილისში 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის სასტიკ დარბევას იხსენებენ

7 ნოემბრის აქციის მონაწილეები, ასევე მათი ახლობლები და მეგობრები რუსთაველის ცენტრალურ გამზირზე შეიკრიბნენ.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ამ წუთებში თბილისში 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენების ხსოვნისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 2021 წლის 7 ნოემბერს
რუსთაველის გამზირზე ორი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. დიდ ეკრანზე 14 წლის წინ მშვიდობიანი პროტესტის სასტიკი დარბევის კადრებს აჩვენებენ.

„მახსოვს 7 ნოემბერი. სასტიკად დაგვარბიეს რიყეზე. გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და ვუთხრათ „არა“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო და მშვიდობიანი მიტინგის სასტიკი დარბევა მოაწყო", - განუცხადა Sputnik-საქართველოს აქციის მონაწილემ ამირან დეკანოიძემ.

7 ნოემბრის აქციის მონაწილეები, ასევე მათი ახლობლები და მეგობრები რუსთაველის ცენტრალურ გამზირზე შეიკრიბნენ.
თბილისის ცენტრი გადაკეტილია – დედაქალაქში 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებენ
„ჩვენი მიზანია გავიხსენოთ ის, რა „ანგელოზებიც" იყვნენ ხელისუფლებაში 14 წლის წინ. და 14 წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას, სადაც ახლა ვართ, ბევრი ცრემლი და სისხლი დაიღვარა. ხალხს რას უშვრებოდნენ?! დღეს კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გვეუბნებიან, არ გინდათ წარსულის გახსენებაო, ვისაუბროთ მომავალზეო. წარსული თუ არ გვემახსოვრება, მომავალი არ გვექნება“, - განაცხადა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა. სულხან მოლაშვილი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დააკავეს და აწამეს.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 2021 წლის 7 ნოემბერს
2007 წლის 7 ნოემბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ძალის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით თბილისში დაარბია რამდენიმე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე იმართებოდა.
„ჩვენ შეცდომა დავუშვით“ - ყოფილი ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე
დღის ბოლოს კი სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც მაშინ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა და მკვეთრად აკრიტიკებდა სააკაშვილის საქმიანობას, რომელიც ხელისუფლებაში იმ მოვლენებამდე სამი წლით ადრე მოვიდა. ტელეკომპანია „იმედში“ პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად დაზიანდა ტექნიკა და მაუწყებლობა გაითიშა.