ყვითელი ამბები

მცველი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი - ვინ არის პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის შვილების ძიძა

მარია ტერეზა ტურიონ ბორალო პრინცი ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას აღმზრდელია და ახლა პატარა ლუისაც უვლის
Sputnik
მარია ტერეზა ბორალო ხშირად ჩნდება პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ოფიციალურ ფოტოებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰერცოგების წყვილი შვილებთან ერთად ჩნდება საზოგადოებაში. მარია ტერეზა ყოველთვის უკანა პლანზეა და არ აქვს ტიტული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის სასიცოცხლო როლს ასრულებს სამეფო ოჯახში და აქვს უზარმაზარი გავლენა. ამის შესახებ My London-ი წერს.
ყვითელი ამბები
სატელეფონო ზარი, რომელმაც მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ურთიერთობა შეცვალა
პრინცი უილიამი აღზარდა მისმა ძიძამ ჯესი უებმა. სანამ პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი სამეფო მოვალეობებით და საკუთარი პრობლემებით იყვნენ დაკავებულები, უები ახალგაზრდა პრინცებით იყო დაკავებული. როდესაც მისი აღსაზრდელი გაიზარდა, ის დაქორწინდა ქეით მიდლტონზე და შეეძინა საკუთარი შვილი. შემდეგ კი ძიძა უები, რომელიც იმ მომენტში უკვე დამსახურებულ პენსიაზე იყო, სამეფო კარზე დაბრუნდა, რათა ახალგაზრდა ჯორჯის აღზრდაში დახმარებოდა და თავისთვის ღირსეული შემცვლელი ეპოვა. არჩევანი ცნობილი ნორლანდის კოლეჯის კურსდამთავრებულზე გაკეთდა.
როდესაც მარია ტერეზა ტურიონ ბორალო სამეფო სახლს შეუერთდა, კენსინგტონის სასახლის სპიკერმა განაცხადა, რომ „მარია სრულ განაკვეთზე ძიძაა, ის ახლახან შემოგვიერთდა. ჩვენ დეტალებს არ შევეხებით, გარდა იმისა, რომ ჰერცოგი და ჰერცოგინია ბედნიერები არიან, რომ მან ეს გადაწყვიტა“.
წონაში მომატებული მეგან მარკლის ახალი გამოჩენა – ვიდეო
ცნობილია, რომ მარია ტერეზა ტურიონ ბორალო მადრიდში დაიბადა, ის დაახლოებით 45 წლისაა. მარია სამეფო ოჯახს 2014 წლის მარტში შეუერთდა, როდესაც პრინცი ჯორჯი რვა თვის იყო. იგი თან ახლდა ჰერცოგის ოჯახს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გასტროლებზე.
ის ასევე ნახეს პრინცესა შარლოტას ნათლობის დროს და მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილში.