თბილისი, 6 ნოემბერი- Sputnik. დანით შეირაღებული მამაკაცი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა, სამი ადამიანი დაჭრილია, იუწყება ტაბლოიდი BILD.
თავდასხმა შაბათ დილით ბავარიაში, რეგენსბურგსა და ნიურნბერგს შორის არსებულ მონაკვეთზე, ICE-ს მატარებელში მოხდა.
თავდამსხმელი დაკავებულია, მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის მატარებელი გაჩერებულია, ადგილზე პოლიცია მუშაობს.