COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსს საქართველოში სამედიცინო სფეროს 117 წარმომადგენელი ემსხვერპლა

სიკვდილიანობის მაჩვენებელი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,46%-ს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო საქართველოში სამედიცინო სფეროს 117 წარმომადგენელი გარდაიცვალა. 2020 წლის 4 აპრილიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის სტატისტიკური მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეორვნულმა ცენტრმა (NCDC) გამოაქვეყნა.
1 ოქტომბრის მდგომარეობით, კორონავირუსის გამო სიკვდილიანობა სამედიცინო პერსონალში 0,3%-ს შეადგენს.
გარდაცვლილთა შორის 40,2% მამაკაცია, 59,8% – ქალი. გარდაცვლილთა უმეტესობა (68,4%) 30-დან 70 წლამდე ასაკისაა.
მედპერსონალს შორის გარდაცვალების ყველაზე მაღალი დონე თბილისში დაფიქსირდა – 38,5% (45 გარდაცვლილი). შემდეგ მოდიან იმერეთი – 19,7% (23) და აჭარა – 15,4% (18). ძირითადად ესენი არიან მედდები და მედმუშაკები, რომელთაც უმაღლესი სამედიცინო განათლება არ აქვთ მიღებული (36,3%).
COVID-19 - ბოლო ცნობები
რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში – სტატისტიკა
ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჯანდაცვის სფეროში მომუშავეებზე კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რიცხვის 6,4% მოდის.
NCDC ასევე აქვეყნებს სიკვდილიანობის მონაცემებს ორსულებში. 2021 წელს ამ კატეგორიაშია ინფიცირებულების 0,4%. 2021 წელს გარდაიცვალა 16 ორსული, ხოლო 2020 წელს – ერთი. გარდაცვლილთაგან არც ერთი პაციენტი არ იყო აცრილი.
რაც შეეხება სიკვდილიანობას ზოგადად, პიკი 4 სექტემბერზე მოდის, როდესაც 83 პაციენტი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების საერთო რიცხვის 1,46%-ს შეადგენს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
პოლონეთი საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის ნახევარ მილიონამდე დოზას გადმოსცემს
გარდაცვლილთა შორის 51,1% მამაკაცია, 48,9% – ქალი. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (18%) 80–84 წლის ადამიანებში, შემდეგ მოდის 70–74 წლების ასაკობრივი კატეგორია (17%) და 65–69 წლის (14,5%).
ბავშვებსა და მოზარდებს შორის მონაცემები ამგვარია: ახალდაბადებულები და 14 წლამდე მოზარდები – 0,009%, მოზარდები 15-დან 19 წლამდე – 0,06%.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში 62 პაციენტი გარდაიცვალა. სულ კორონავირუსისგან ქვეყანაში 10.300 ადამიანი გარდაიცვალა.