საქართველო – რევოლუციების პოლიგონი? საზოგადოება წინააღმდეგია

„Sputnik-საქართველოს“ რუბრიკის ავტორს მიაჩნია, რომ ოპოზიცია, რომელიც მუნიციპალური არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება და ამას მშვიდობიან რევოლუციას უწოდებს.
Sputnik
საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. საბოლოო შედეგებს ცესკო 14 ნოემბრამდე გამოაცხადებს. წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ გამარჯვება მან მინიმალური უპირატესობით მოახერხა.
მინდა აღვნიშნო, რომ 2012 წლიდან დაწყებული, მიუხედავად თავისი რესურსების მაქსიმალური მობილიზაციისა, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა ყველაფერში, რაშიც კი შეიძლებოდა. თუ რიცხვებზე ვისაუბრებთ, მათ ამ პერიოდში რვა არჩევნები წააგეს.
კახ აკალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე
როგორც ჩანს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იმავე სცენარით მუშაობს: ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საკუთარი კომპანიების ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების მომენტისთვის და მხურვალე აპლოდისმენტებით აღნიშნავს გამარჯვებას თავისივე სატელევიზიო არხებზე. თუმცა მათი სიხარული დიდხანს არ გრძელდება, რადგან მალევე იწყება ხმების წინასწარი დათვლის შედეგების გამოცხადება. მომდევნო ეტაპზე ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია, მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ ცნონ შედეგები, ატარებენ საპროტესტო აქციებს, ამტკიცებენ, რომ უკომპრომისოდ იბრძოლებენ საბოლოო გამარჯვებამდე.
სააკაშვილის მომხრეებმა პირობა დადეს, რომ რუსთავის ციხესთან აქციებს ყოველდღე გამართავენ
როგორც იტყვიან, ეს კინო არაერთხელ ვნახეთ და კარგად ვიცით სერიალის ფინალი...
გეგმები ამჯერადაც იგივეა. თუმცა ისინი უფრო შორს წავიდნენ, ჩატარებული არჩევნები გაუქმებულად გამოაცხადეს და იმედი აქვთ, რომ საპროტესტო მუხტს მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი გააძლიერებს, რომელიც რუსთავის ციხეში იხდის სასჯელს და შიმშილობს. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს თბილისის ცენტრში მიტინგზე უხმობენ, სადაც შემდგომ სამოქმედო გეგმას გააცნობენ მათ. ერთი სიტყვით, აპირებენ გადამწყვეტი ბრძოლის წამოწყებას. არ არის გამორიცხული, რომ უკანასკნელის...
სააკაშვილის მომხრეებმა ზუგდიდში დიდი აქცია გამართეს – ვიდეო
მეტიც, ოპოზიციის ხელმძღვანელები ხაზგასმით აცხადებენ, რომ იბრძვიან არა ძალაუფლებისთვის, არამედ სამართლიანობისთვის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის და ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის.
სინამდვილეში ისინი კიდევ ერთხელ ემზადებიან სახელმწიფო გადატრიალებისთვის, რომელსაც მშვიდობიან რევოლუციას უწოდებენ.
რას ფიქრობს ხალხი? ჩვენი საზოგადოების დიდ უმრავლესობას არ სურს რევოლუციურ წარსულში დაბრუნება.
არჩევნები 2021
არჩევნები, სააკაშვილის შიმშილობა და გახარიას პერსპექტივები - მამუკა არეშიძის შეფასებები
მან თავის თავზე გამოსცადა რევოლუციის შედეგები, მათ შორის, სოციალურიც.
თუ 2003 წლის მოვლენებს, ე.წ. „ვარდების რევოლუციას“ გავიხსენებთ, მაშინ პრეზიდენტი შევარდნაძე გაცილებით ნაკლები კალიბრის პოლიტიკოსებმა შეცვალეს, მათი თანამებრძოლები კი, ძირითადად, აღმოჩნდნენ ადამიანები ქუჩიდან.
ისე მოხდა, რომ ხელისუფლების დერეფნებსა და აპარატის ლაბირინთებში გამოზრდილი ჩინოვნიკები ჩაანაცვლეს ავანტიურისტებმა, რომლებმაც სიცრუე, ძალადობა და წამება სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს.
ხელისუფლების დამხობის მცდელობები აღიკვეთება – უსაფრთხოების სამსახური
საქართველოში შესანიშნავად ახსოვთ დახვრეტები სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, ნულოვანი ტოლერანტობა, გამოცხადებული მაშინდელი პრეზიდენტის მიერ, რომლის შედეგადაც სამასი ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ მაშინდელი ხელისუფლების მიერ შექმნილ წამებისა და დამცირების მანქანა გამოიარა.
როგორ შეიძლება ირწმუნო, რომ პარტია, რომელმაც სამართლიანობის ცნება ტალახი ამოსვარა, სამართლიანობისთვის იბრძვის?!
როგორ შეიძლება, სასამართლო სისტემის რეფორმირება მიანდო პოლიტიკურ ძალას, რომელმაც სასამართლო პროკურატურის „ნოტარიალურ კანტორად“ აქცია, როდესაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ერთ პროცენტსაც ვერ აღწევდა.
ხალხი მართლაც ძალიან დაიღალა - სიღარიბით, ყოველდღიური საფიქრალით იმაზე, სად და როგორ იშოვოს ფული, არანორმალური საცხოვრებელი პირობებით, პოლიტიკოსების მუდმივი დაპირებებით, რომლებიც ლოზუნგებით შეიარაღებულები ხალხს მიტინგებზე ეპატიჟებიან, რათა თავიანთი ორატორული უნარები წარმოაჩინონ და თავიანთი ამბიციები დაიკმაყოფილონ.
ცოდოა ხალხი, რომელსაც ეს კლოუნადა, როგორც წესი, მხოლოდ ვნებს. ჩვენ გვჭირდება შესვენება, რათა გადავწყვიტოთ, როგორ დავიხსნათ თავი და აღარ ვიყოთ სხვადასხვა ექსპერიმენტის ლაბორატორია, რევოლუციებისა თუ სხვა უბედურებების პოლიგონი; არენა ავანტიურისტებისთვის, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, ხალხს მინიმუმი მისცენ, თავისთვის კი მაქსიმუმი მიიტაცონ.
ჩატარებული არჩევნები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას კატეგორიულად არ სურს წარსულში დაბრუნება, როდესაც სახელმწიფო მანქანა საკუთარი მოქალაქეების ღირსებას ფეხქვეშ თელავდა.
ტატო ლასხიშვილი
ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.