თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველო შეუერთდება საერთაშორისო პროექტ DigiEduHack–ის საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე წლის 9-10 ნოემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
DigiEduHack – ეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ევროპული ინსტიტუტის (EIT) ინიციატივაა ციფრული განათლების სფეროში ევროკომისიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიების მიზანი განათლებისთვის უკეთესი მომავლის შექმნაა. ჰაკათონი 2019 წლიდან იმართება.
ჰაკათონის მიმდინარეობისას მისი მონაწილეები ქმნიან საგანმანათლებლო თამაშებს და იგონებენ ამოცანების გადაჭრის ორიგინალურ გზებს. ადგილობრივი ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს მიეცემა შესაძლებლობა, წარადგინოს თავისი იდეა DigiEduHack–ის ოფიციალურ საიტზე, სადაც მას საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ. საბოლოო გლობალური გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი: „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” და ინოვაციური განათლების ფონდი.
2021 წელს ჰაკათონის მთავარ ეტაპს სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა მასპინძლობს, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კვლევით ცენტრთან (IRCAI) თანამშრომლობით.
ჰაკათონი მოუწოდებს მონაწილეებს, შეიმუშაონ საინტერესო გადაწყვეტები და შექმნან პროტოტიპები სხვადასხვა თემატიკაზე საგანმანათლებლო მიმართულებით.
წლევანდელ ჰაკათონში მონაწილეები რამდენიმე მიმართულების არჩევას შეძლებენ. ესენია: აპლიკაციის/პლატფორმის შექმნა; კომპიუტერული/სამაგიდო თამაშის შექმნა; მონაცემთა დამუშავება.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, ვინაიდან გუნდებმა, ან ინდივიდუალურმა პირმა იდეა DigiEduHack–ის ოფიციალურ საიტზე უნდა წარადგინოს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ბმულზე 4 ნოემბრამდე.
ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება თავისი იდეა წარადგინოსDigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები და საბოლოო, გლობალური გამარჯვებული ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.