თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. 2021 წლის იანვარი–სექტემბერში ექსპლუატაციაში შევიდა ჯამში 1.155,4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 1.708 ობიექტი, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.
2020 წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 18,1%-ით გაიზარდა, ხოლო ფართობი 3,4%-ით შემცირდა.
2021 წლის ცხრა თვეში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
რეგიონების ტოპ–5 2021 წლის ცხრა თვეში ჩაბარებული ობიექტების მიხედვით
რეგიონი, ობიექტების რაოდენობა, წილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %
თბილისი – 475 – 27,8%
კახეთი – 217 – 12,7%
მცხეთა-მთიანეთი – 190 – 11,1%
ქვემო ქართლი – 188 – 11,0%
იმერეთი – 145 – 8,5%
საქართველოში იავარი–სექტემბერში მუნიციპალური ორგანოების მიერ გაცემულია 7,4 ათასი ნებართვა 5,4 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობაზე.
2020 წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით გაცემული ნებართვების რაოდენობა 6,5%-ით გაიზარდა, ფართობი კი 36,9%-ით.
გაცემული ნებართვების საერთო რიცხვიდან 73,7% მოდის ოთხ რეგიონზე – თბილისზე, ქვემო ქართლზე, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთზე.
რეგიონების ტოპ–5 2021 წლის პირველ ნახევარში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მიხედვით
რეგიონი, ნებართვების რაოდენობა, წილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %
თბილისი – 3.490 – 47,0%
მცხეთა-მთიანეთი – 691 – 9,3%
ქვემო ქართლი – 661 – 8,9%
იმერეთი – 631 – 8,5%
აჭარა – 453 – 6,1%
კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან გასცემდნენ ნებართვებს სხვადასხვა შენობების მშენებლობაზე – მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე, სასტუმროებზე, სავაჭრო ობიექტებზე, ქარხნებზე, სასოფლო-სამეურნეო ობიექტებზე და ა.შ. თუმცა, ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.