COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება

ამ დროისათვის საქართველოში ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 32,9%.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. თუ რაიმე წამახალისებელი ან შემზღუდავი ღონისძიება არ დაწესდება, ნებაყოფლობით ვაქცინირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდება, მიიჩნევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
31 ოქტომბერს აიცრა მხოლოდ 1.402 ადამიანი, 30 ოქტომბერს – 2.711, 29 ოქტომბერს – 4.151.
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოსთვის ვაქცინაციის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 30-35% აღმოჩნდა. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილი 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 33%-ია, ხოლო ერთჯერადად – ზრდასრული მოსახლეობის 36,6%.

„ჩვენი წლევანდელი სამიზნე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ია. „დელტა“ შტამზე 60%-იც არაა საკმარისი, სასურველია 70-80% იყოს. ამიტომ თუ ამ ჩარჩოში განვითარდა პროცესები და დღიური მაჩვენებელი გვექნება 5, 6, 7 ათასი, სამიზნეს ვერ მივაღწევთ და ეპიდემიას ვერ შევაკავებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჩხაიძე: გრიპის ვაქცინა კორონავირუსისგანაც დაგიცავთ
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 33%-ს აქვს გავლილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 721.388 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 10.089 ადამიანი. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.141-ით გაიზარდა.