გაჩერდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში - სამთავრობო უწყებების განმარტება

შაბათს რამდენიმე მედიაპორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს თბილისში 4 ნოემბრიდან შეიზღუდეოდბა სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსით გადაადგილება, ასევე გაჩერდებოდა მეტრო.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების განცხადებით, შაბათს რამდენიმე ონლაინ-პორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკ-ნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება. ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ვერ ხედავენ ვერც ჯანდაცვის სამინისტროში.
თბილისის მერიაში ჭორები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტის შესახებ უარყვეს
„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4 ათასის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება.
„დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის მერიაშიც უარყვეს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
პრემიერი: „ლოკდაუნი“ გამოსავალი არაა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალი კვირიდან თბილისში ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების მუშაობა შეიზღუდება, სოციალურ ქსელებში შაბათს გავრცელდა და აქტიურად განიხილება.