არჩევნები 2021

ცესკომ თბილისში ერთის გარდა ყველა უბანი დათვალა: ახალი მონაცემები

ოპოზიციის ლიდერები იწყებენ სასწრაფო კონსულტაციებს ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე, უკვე გაისმა ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის გამარჯვება კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ამ დროისთვის თბილისის 769 უბნიდან 768 საარჩევნო უბნის მონაცემებია დათვლილი. ეს ბიულეტენების 99,87%–ია. ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულია ყველა უბნის მონაცემები, გარდა სამგორის ოლქის 86-ე უბნისა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 55,607% მიიღო, მისმა კონკურენტმა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი 44,393%.
ამგვარად, კახა კალაძე ნიკა მელიას 52.115 ხმით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ კალაძეს არჩევნები თბილისის ყველა რაიონში აქვს მოგებული.
რაც შეეხება მონაცემებს თბილისის რაიონების მიხედვით, კახა კალაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა დიდუბეში - 58, 045% (მელია - 41,955%), ხოლო მელიას საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა გლდანში - 47,232% (კალაძე - 52,768%).
არჩევნები 2021
„ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების შესაცვლელად „უკომპრომისო ბრძოლის გეგმას“ წარადგენს
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გარდა, ყველა დიდ ქალაქში – ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელისუფლებას გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ლიდერები იწყებენ სასწრაფო კონსულტაციებს ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე, უკვე გაისმა ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“.