არჩევნები 2021

ბათუმის მერის არჩევნები მინიმალური სხვაობით „ოცნების“ კანდიდატმა მოიგო

კანდიდატებს შორის სხვაობამ მმართველი პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ მხოლოდ 1,5 ათასი ხმა შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერი გახდება, ამას ცესკოს წინასწარი შედეგები მოწმობს.
არჩევნები 2021
თბილისის მერის პოსტზე მეორე ვადით – კალაძემ არჩევნებში გაიმარჯვა
ჩიქოვანმა მოიპოვა ხმების 51,018%, ხოლო ხოლო კანდიდატმა ყველაზე მსხვილი ოპოზიცური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძემ - 48,98%.
კანდიდატებს შორის სხვაობამ მმართველი პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ მხოლოდ 1,5 ათასი ხმა შეადგინა.
კირთაძის განცხადებით, ის არჩევნების ასეთ შედეგებს არ შეეგუება.
„ეს ნამდვილად არ იყო არჩევნები, ჩვენ არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას და ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ყველა კონსტიტუციური მეთოდით, ჩვენ სხვა გზას ივანიშვილის რეჟიმი უბრალოდ არ გვიტოვებს“, - განაცხადა კირტაძემ.
არჩევნები 2021
ქუთაისის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახდება
ამასთან, თუ ბათუმის მერის პოსტი მმართველ პარტიას ერგო, ქალაქის საკრებულო ოპოზიციის ხელში იქნება.
საკრებულო წარმოდგენილია 35 დეპუტატით, სადაც ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ 15 წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 16 წარმომადგენელი, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას სამი და „ლელოს“ ერთი წარმომადგენელი.
არჩევნები 2021
„ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების შესაცვლელად „უკომპრომისო ბრძოლის გეგმას“ წარადგენს
ბათუმი სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქია. „საქსტატის“ მონაცემებით, ბათუმის მოსახლეობა 172,1 ათასს ადამიანს შეადგენს.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.