არჩევნები 2021

მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ პარალელურ სამყაროში აჯერებს ვიღაცებს, რომ სადღაც უნდა შეცვივდნენ

ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და ხმების დათვლა მიმდინარეობს. ცესკო კენჭისყრის პირველად მონაცემებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. პარალელურ სამყაროში „ნაციონალური მოძრაობა“ აჯერებს ვიღაცებს, რომ სადღაც უნდა შეცვივდნენ, ხმები უნდა დაიცვან, ამაზე პასუხი იქნება კანონის მიხედვით დახვედრა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცველებიც ჩაერთვებიან.

„საჭირო იქნება პოლიციის ჩართვა, ჩართული იქნება, არ იქნება არ ჩაერთვება, კომისია თავის საქმეს გააკეთებს. პროვოკაციას თუ ვინმე შიგნიდან ეცდება - გააძევებენ. დადგებიან მათი ტელევიზიის ჟურნალისტები და იტყვიან რომ სადღაც გაყალბება ხდება, სადღაც კარუსელი. საოცრებებს ილაპარაკებენ, მაგრამ ამის ფაქტები ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კენჭისყრის დასრულების შმდეგ ეგზიტპოლები წარმოადგინა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ და ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. „იმედისთვის“ ეგზიტპოლი GORBI–მ ჩაატარა, „მთავარი არხისთვის“ კი ქართულმა კომპანია „ანოვამ“.
არჩევნები 2021
დეკანოიძე: „ახლა უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები...“
„იმედის“ მიხედვით, მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს,„მთავარი არხის“ მიხედვით კი„ნაცმოძრაობის“ კანდიდატებმა.
ეგზიტოპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მხარდამჭერებს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უბნებზე მისვლისა და ხმების დაცვისკენ მოუწოდა.
დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.