თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების პროცესში შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება რვა ფაქტზე დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი, განაცხადა შსს–ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა.
კოვზირიშვილმა საქმეების დეტალებზე ისაუბრა:
– ქარელის N2 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია „მონიტორინგის“ ჟურნალისტს. მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის დაკენჭისყრის შენობაში ძალადობის ფაქტზე. დაკავებულია ერთი პირი.
– ქალაქ ფოთში N12-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია „ტვ პირველის" ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონის ატრიბუტი, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
– სენაკში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო მუქარის ფაქტზე. კანდიდატის განმარტებით, მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
– გონიოში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანიების - „მთავარი არხისა" და „ფორმულას" ჟურნალისტებთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა ტელეკომპანია „ფორმულას" კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. საქმე „სხვისი ნივთის დაძიანების“ მუხლით აღიძრა.