თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – მშპ–ის ზრდამ სექტემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 6,9% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2020 წელს ეკონომიკის 6%–ით ვარდნის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა პარამეტრზე აისახეწბა. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
მესამე კვარტალში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში – 11,3%.
2021 წლის სექტემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ზრდა პრაქტიკულად ყველა სახის საქმიანობაში შეინიშნება – გადამამუშავებელი მრეწველობა, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და სხვ.
შემცირება მხოლოდ მშენებლობის სფეროში დაფიქსირდა.