ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

კალიაგინმა სვენტიცკი რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა ნიშნით დააჯილდოვა

სვენტიცკის რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის უმაღლესი ჯილდო მრავალწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივი კულტურული კავშირების განვითარებისთვის მიენიჭა.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის (СТД) თავმჯდომარემ ალექსანდრ კალიაგინმა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი „რუსეთის СТД-ს ოქროს ნიშნით“ დააჯილდოვა.
სვენტიცკის СТД-ს უმაღლესი ჯილდო მიენიჭა „მრავალწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივი კულტურული კავშირების განვითარებისთვის, პირადი დიდი წვლილისთვის რუსეთის СТД-ს საწესდებო საქმიანობაში, კერძოდ, უცხოეთში რუსულ თეატრებთან მუშაობაში“.
ნიკოლაი სვენტიცკი 1956 წლის 4 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა კუიბიშევის კულტურის ინსტიტუტი. მისი კარიერა 1986 წელს გრიბოედოვის თეატრში დაიწყო. მისი გენერალური დირექტორია 2005 წლიდან.
ნიკოლოზ სვენტიცკის ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა
სვენტიცკი არის რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და მეგობრობის ორდენის კავალერი. 2012 წელს გახდა რუსული პრემიის ლაურეატი – ერგო სპეციალური პრიზი „რუსული კულტურის ტრადიციების განვითარებასა და დაცვაში შეტანილი წვლილისთვის რუსეთის ფარგლებს გარეთ“ – მრავალწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივი კულტურული კავშირების გაღრმავებისთვის, ყოველწლიური ქართულ-რუსული პოეტური ფესტივალების ჩატარებისთვის.
სვენტიცკის 2016 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა. ამავე წელს გახდა რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი.
მან 2003 წელს თბილისში დააარსა საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი Русский клуб, რომლის პრეზიდენტიც არის დღემდე.