მსოფლიო დღეს

დროის საკითხი: ჩინელი სამხედროები აშშ-ისა და რუსეთის დაჯაბვნას გეგმავენ

Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სამხედრო სფეროში აშშ-ისა და რუსეთის გადასწრებასთან დაკავშირებით ჩინეთის გეგმების რეალიზაცია მხოლოდ დროის საკითხია, განაცხადა შტაბების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ჯონ ჰაიტენმა.
ამის შესახებ წერს Voice of America (VOA).
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონის „სიდიდით მეორე სამხედრო ოფიცერმა“ ჩინეთის შეიარაღებული ძალების სწრაფ გაძლიერებას „განსაცვიფრებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „შეერთებულმა შტატებმა რაღაც უნდა იღონოს“.

„ტემპები და ტრაექტორია საშუალებას აძლევს ჩინეთს, გადაუსწროს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, თუ ჩვენ რამეს არ გავაკეთებთ ამის შესაცვლელად“, — განაცხადა გენერალმა Defense Writers Group-ის სამხედრო ექსპერტებთან შეხვედრისას.

ჰაიტენმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც წინა დღით აშშ-ის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ივლისში ჩინეთმა ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა, რომლის სიჩქარე ხუთჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს.
მსოფლიო დღეს
სტოლტენბერგი: რუსეთი და ჩინეთი ცალ-ცალკე საფრთხეებად არ უნდა განვიხილოთ
შტაბების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ ოთხშაბათს Bloomberg Television-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთში ჩატარებული გამოცდა „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს.
მართალია ჰაიტენი დარწმუნებულია, რომ ამ მომენტისთვის ამერიკის ჰიპერბგერითი პროგრამა უფრო მაღალ დონეზეა, თუმცა შიშობს, რომ სურათი შეიძლება მალე შეიცვალოს.

„ბოლო ხუთი თუ უფრო მეტი წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ცხრა, ჩინეთმა კი ასობით ჰიპერბგერითი გამოცდა ჩაატარა“, — აღნიშნა გენერალმა.

როგორც VOA წერს, მიუხედავად იმისა, რომ ჰაიტენს სერიოზულად აშფოთებს ჩინეთის სამხედრო ძლიერების ზრდა, დღეისათვის აშშ-ის მთავარ საფრთხედ ის მაინც რუსეთს მიიჩნევს.
პესკოვი: ჩინური ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდა კრემლს არ აღელვებს
„რუსეთი კვლავაც რჩება უშუალო საფრთხედ, უბრალოდ იმიტომ, რომ მას დაახლოებით 1500 ერთეული ბირთვული იარაღი აქვს განთავსებული, ჩინეთს კი ამ რაოდენობის დაახლოებით 20%. ამიტომ უახლოეს მომავალში რუსეთის გამო უნდა ვშფოთავდეთ“, — აღნიშნა გენერალმა.
თუმცა იქვე განმარტა, რომ რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღის მქონე ჰიპერბგერითი სისტემებით ექსპერიმენტებს განაგრძობს, ის ამას „ჩინეთზე დაბალი ტემპებით აკეთებს“.