თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ზამთრის პირი, განსაკუთრებით კი ნოემბერი, არაერთ გამოცდას უწყობს ორგანიზმს, რომელსაც გარკვეული პროდუქტები სჭირდება იმისთვის, რომ იმუნიტეტი გაძლიერდეს და ვირუსებისგან დაგვიცვას, აცხადებს ექიმი ანა ვორობიოვა.
მისი თქმით, ნოემბრის უმთავრესი პროდუქტი წითელი მოცვია. ეს კენკრა შეგიძლიათ წინდაწინ მოიმარაგოთ, გაყინოთ და მერე მთელი შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში მიირთვათ.
წითელი მოცვი C ვიტამინის, ასევე ლიმონის, ვაშლის, ქინისა და სხვა მჟავების საბადოა. მასში ასევე შედის К, В და РР ჯგუფის ვიტამინები, ეთერეთები, კაროტინი, პექტინები და მთრიმლავი ნივთიერებები, კალიუმი, ფოსფორი, იოდი, რკინა, მაგნიუმი, სპილენში, კობალტი, ბორი, მანგანუმი და სხვ.
„წითელი მოცვის თუნდაც მცირე რაოდენობით რეგულარულად მიღება აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს ნერვებს, დაგეხმარებათ გაციებებთან გამკლავებაში, ებრძვის უძილობას, ათეროსკლეროზსა და ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. გარდა ამისა, იცავს კბილებს კარიესისა და პაროდონტოზისგან“, — ამბობს სპეციალისტი.
ნოემბრის მეორე კენკრა — ქაცვია. მასში, გარდა წითელ მოცვში შემავალი ვიტამინებისა და ნივთიერებებისა, ასევე შედის ფლავონოიდები, ფოლის მჟავა, ბეტაინი, კაროტინოიდები, ალუმინი, ნიკელი, ტყვია, სტრონციუმი და მოლიბდენი.
ასეთი „თაიგულის“ წყალობით ქაცვი აძლიერებს სისხლძარღვებს, ორგანიზმს აშორებს ტოქსინებს, სასარგებლოა ართრიტებისა და სისხლის დაავადებებისთვისაც კი.
კიდევ ერთი ძალიან „ნოემბრული“ ხილია ხურმა. გარდა იმისა, რომ ის დიეტურია, ასევე მდიდარია ვიტამინებით: В5, С, А, ლუთეინითა და ზეაქსანტინით, რომლებიც მხედველობას აუმჯობესებს.
როგორც ექიმი ამბობს, ხურმა „კუჭის საუკეთესო მეგობარია“ და ამასთან ამცირებს შარდ-კენჭოვანი დაავადების რისკს.
რაც შეეხება ბოსტნეულს, ნოემბერში აუცილებელია კომბოსტო — იქნება ეს ბრიუსელის, ყვავილოვანი თუ ჩვეულებრივი ბოსტნის კომბოსტო. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი შეიცავს იშვიათ ვიტამინ U-ს, რომელიც კუჭის წყლულს აღკვეთს. კომბოსტო В, А და С ჯგუფების ვიტამინების შესანიშნავი წყაროა.
ექიმი გვირჩევს, არც ბოლოკს ჩავუაროთ გვერდი გულგრილად — ესეც „ნოემბრული“ ბოსტნეულია. მასში შედის ყველაფერი, რაც იმუნიტეტის გაძლიერებისთვისაა საჭირო.
როგორც სპეციალისტი ამბობს, ასკილზე საუბარიც არ არის — ეს არის მანგანუმიც, სპილენძიც, მოლიბდენიც, ქრომიც, კობალტიც, B1, B6, В2, K, РР, E და С ვიტამინებიც.
ასკილი იმუნიტეტის გასაძლიერებელი უნიკალური საშუალებაა და ის აუცილებლად უნდა შედიოდეს შემოდგომა-ზამთრის რაციონში.