COVID-19 - ბოლო ცნობები

პოსკოვიდური სინდრომის სიმპტომები ბავშვებში: მეცნიერებმა ჩამონათვალი გამოაქვეყნეს

Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს და იმ სიმპტომების ჩამონათვალი და სიმძიმე დაადგინეს, რომლებიც ბავშვებსა და მოზარდებში ვლინდება პოსტოვიდური სინდრომის სახით. კვლევის შედეგები პრეპრინტების საიტ medRxiv.org-ზეა გამოქვეყნებული.
COVID-19 - ბოლო ცნობები
როგორ ამოვიცნოთ COVID-19 ბავშვებში
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა მონაცემთა სამედიცინო ბაზა გააანალიზეს, რომელიც გერმანიის მოსახლეობის თითქმის ნახევარს მოიცავს. მათ თითქმის 38 მილიონი ადამიანის შესახებ არსებული ინფორმაცია დაამუშავეს და დაასკვნეს, რომ პოსკოვიდური სინდრომის სიმპტომები ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის რამდენადმე განსხვავდება.
თუ უფროსი ასაკის ადამიანებს გადატანილი COVID-19-ის შემდეგ ძირითადად აღენიშნებათ: სუნთქვის უკმარისობა, თმის ცვენა, ზოგადი სისუსტე, გემოს შეგრძნების დაკარგვა და თავის ტკვილი, ბავშვებში პოსტკოვიდური სინდრომი ვლინდება:
დაღლილობით,
შფოთვით,
დეპრესიით,
თავისა და მუცლის ტკივილებით,
სომატური აშლილობებით.

მკვლევარების თქმით, სიმპტომები, რომლებიც ფსიქიკურ დარღვევებზე მიანიშნებს, უმცროს ასაკობრივ ჯგუფში უფრო ხშირია.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებში პოსტკოვიდური სინდრომის შესწავლას ეძღვნება, ჯერჯერობით ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში.