არჩევნები 2021

ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობა წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში არც ერთ პარტიას არ დაემორჩილება
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ წარადგინა ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ჩაერთვება ქალაქის მართვაში არჩევნების მეორე ტურში მისი გამარჯვების შემთხვევაში.
ხატია დეკანოიძის გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები იქნებიან: ანა ნაცვლიშვილი („ლელო“), იმედა კლდიაშვილი („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ასევე სპორტსმენები რევაზ ჩომახიძე და თემურ ცამციშვილი.
გარდა ამისა, ხატია დეკანოიძემ ამომრჩევლებს წარუდგინა „საქართველოს ყველაზე ინდუსტრიული ქალაქის“ განვითარების პროგრამა.
არჩევნები 2021
ნიკა მელიამ ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა
როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ის თავისი გამარჯვების შემდეგ ყველა პოლიტიკურ ძალას იწვევს ქალაქის მართვაში მონაწილეობის მისაღებად.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრა, რათა ადამიანებს დაუბრუნდეს უკეთესი მომავლის შინაგანი რწმენა.
„ვაპირებ ვიყო მერი, რომელიც იქნება სიტყვა, საქმე და ხმა თითოეული ქუთაისელის, რომელიც არ დაემორჩილება არცერთ პარტიას“, - განაცხადა დეკანოიძემ.
არჩევნები 2021
პრემიერი: ოპოზიციის კანდიდატებს გამარჯვების შემთხვევაშიც კი პერსპექტივა არ აქვთ
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პირველი, რასაც ის გააკეთებს, ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს დაუბრუნებს.
არჩევნების მეორე ტური შაბათს, 30 ოქტომბერს გაიმართება.
დეკანოიძე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს დაუპირისპირდება. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, დეკანოიძემ ხმების 43,3% მიიღო, ხოლო ხახალეიშვილმა - 41,5%.
არჩევნები 2021
მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე აღარ იქნება
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მეორე ტური გაიმართება საქართველოს 20 ქალაქში: თბილისში, ქარელში, ხაშურში, ქუთაისში, ბაღდათში, ჭიათურაში, წყალტუბოში, ცაგერში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობში, სენაკში, მარტვილში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, რუსთავში, თელავში.