მსოფლიო დღეს

„ჩემთანაა, სახლში“: სუდანის პრემიერის ადგილსამყოფელი გაირკვა

Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სუდანში სამხედრო გადატრიალების შედეგად თანამდებობიდან გადაყენებული პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აბდელ ფათაჰ ალ-ბუჰრანის სახლში იმყოფება.
ამის შესახებ თავად მთავარსარდალმა განაცხადა პრესკონფერენციაზე.
მანამდე სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიამ ას-სიდდიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყებას პრემიერის ადგილსამყოფლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.

„პრემიერ-მინისტრი თავის სახლში იმყოფებოდა [შინაპატიმრობაში], მაგრამ მერე შეგვეშინდა, რომ შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა და ამიტომ ახლა ჩემს სახლშია. ის წესრიგშია, ჩვეულებრივად ცხოვრობს. როდესაც სიტუაცია დამშვიდდება და საფრთხე აღარ იარსებებს, ის შინ დაბრუნებას შეძლებს“, — განაცხადა ალ-ბუჰრანმა.

მისი თქმით, სამხედროების მიერ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულებში არიან ბრალდებული, სასამართლოს წინაშე წარდგება, დანარჩენები კი გათავისუფლდებიან.
მსოფლიო დღეს
სუდანის პრემიერის ადგილსამყოფელი აქამდე უცნობია
სუდანელმა სამხედროებმა 25 ოქტომბრის დილით დააკავეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი და მთავრობის კიდევ რამდენიმე წევრი. სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას გარდამავალი სუვერენული საჭოს თავმჯდომარემ აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო საბჭო და მთავრობა დაითხოვა.
მანამდე, 2021 წლის სექტემბერში სუდანის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა, ხოლო მისი მონაწილეების დიდი ნაწილი დააპატიმრა, მათ შორის 21 ოფიცერი და ჯარისკაცების გარკვეული რაოდენობა.