თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ვეტერან ძიუდოისტთა შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა.
ძიუდოისტები ტურნირზე სხვადასხვა წონითა და ასაკის კატეგორიებში მონაწილეობდნენ. მსოფლიოს ჩემპიონობა ალექსი დავითაშვილმა (+100 კგ, M4), პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ, M1), მამუკა კურდღელაშვილმა (60 კგ, M5), გიგლა ალიბეგაშვილმა (66 კგ, M5) და ვასილ ბერუაშვილმა (66 კგ, M2) მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ ალექსი დავითაშვილი, რომელიც მძიმე წონაში M4 ასაკის ძიუდოისტებს შორის გამოდიოდა მსოფლიო ჩემპიონი უკვე მეხუთედ გახდა.
ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ იოსებ მარგველაშვილი (90 კგ, M3), ლევან გოგინაშვილი (+100 კგ, M3) და გიორგი მოდებაძე (100 კგ, M2). რაც შეეხება ბრინჯაოს პრიზიორებს, მესამე ადგილს ელგუჯა გვასალია (90 კგ, M6), ნუგზარ კოჭლამაზაშვილი (81 კგ, M4) და ანზორ შეღვიაშვილი (+100 კგ, M1) დასჯერდნენ.