ზამირ ქაბულოვმა „მოსკოვის ფორმატის“ დეტალებზე ისაუბრა

Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვი თალიბებისგან მეტი ლიბერალიზმის გამოვლენას ელის მოსახლეობისადმი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში ზამირ ქაბულოვმა.
დღეს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия Сегодня-ს პრესცენტრში ქაბულოვის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მან ავღანეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლებთან „მოსკოვის ფორმატის“ შეხვედრის დეტალებსა და მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა.

„[ავღანეთის] ახალი ხელისუფლებისგან ჩვენ ველით მეტ ლიბერალიზმს. დიახ, საკუთარ კულტურულ-რელიგიურ ტრადიციებზე დაყრდნობით, მაგრამ მეტ ლიბერალიზმს“, — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

ამასთან ქაბულოვმა აღნიშნა, რომ თალიბებისთვის ინკლუზიური მთავრობის ფორმირების საკითხში არანაირი დროითი ჩარჩოები არ არსებობს.
„არანაირი ვადები არ არის დადგენილი. ეს არ ყოფილა „მოსკოვის ფორმატის“ ამოცანა. ჩვენ იმისთვის არ შევკრებილვართ, რომ თალიბებისთვის მათი შემდგომი საქმიანობის გრაფიკი დაგვეწესებინა“, — აღნიშნა სპეცწარმომადგენელმა.
მსოფლიო დღეს
შავი სიიდან ამოღება შესაძლებელია: თალიბანი კმაყოფილია რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით
ქაბულოვის თქმით, მოსკოვი აღმაშფოთებლად მიიჩნევს ევროპისა და აშშ-ის პოზიციას, რომლებიც ქაბულის ფინანსური აქტივების განბლოკვას არ აპირებენ.

„საუბარია ქვეყნის ეროვნულ ავუარებზე და არა მოძრაობა „თალიბანისა“, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია... რამდენადაც ვიცით, დაახლოებით 9 მილიარდზე მეტი ავუარიდან რვაზე მეტი აშშ-შია განთავსებული, ხოლო მილიარდნახევარი ევროპაშია დაბლოკილი. ეს აბსულუტურად აღმაშფოთებელია და ისინი უნდა განიბლოკოს“, — მიაჩნია ქაბულოვს.

მისი თქმით, ვაშინგტონის განცხადებები, რომ აშშ ავღნალების კეთილდღეობაზე ზრუნავს, ამ კონტექსტში პირფერულია.
„ეს აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ჩვენ ვეცდებით მივაღწიოთ [განბლოკვას] სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან... აქ აუცილებელია ელემენტარული წესიერება, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო სამართალზე“, — აღნიშნა დიპლომატმა.
კლუბ „ვალდაის“ სხდომა: რაზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა
რაც შეეხება რუსეთს, ქაბულოვის თქმით, ავღანელ ხალხზე ზრუნვის ფარგლებში, სავარაუდოდ უკვე ამ კვირაში გაგზავნის იქ ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის, მედიკამენტებს.

„ახლა მუშავდება ოპტიმალური თარიღები, თუ როდის გაკეთდება ეს, ვინაიდან ოპერაცია მოიცავს არა მარტო ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას, არამედ იქიდან რუსეთის მოქალაქეებისა და [ავღანელი] სტუდენტების გამოყვანას. უნდა დამუშავდეს ყველა დეტალი, რათა უსიამოვნო სიურპტოზები არ მოხდეს. განსაკუთრებით, ადამიანებისთვის. ამიტომაც სჭირდება ამას დრო, თორემ პრეზიდენტმა პრინციპული გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია, მიიღო“, — განაცხადა ქაბულოვმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთი მონაწილეობას მიღებს ავღანეთთან დაკავშირებულ კონფერენციაში, რომელიც ირანში გაიმართება 27 ოქტომბერს.