COVID-19 - ბოლო ცნობები

იმუნიზაციის მარათონი იმერეთში გრძელდება

პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ამჯერად იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
მარათონის ფარგლებში სპეციალურად გამოყოფილი მობილური ბრიგადები სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლია, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.
პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება.
მარათონში მონაწილეობენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
იმუნიზაციის მარათონმა „საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის“ სტარტი გორის მუნიციპალიტეტიდან 18 ოქტომბერს აიღო.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვითარება ჰოსპიტალურ სექტორში: კოვიდ-კლინიკები გადატვირთულია
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მარათონი მოიცავს 68 დასახლებულ პუნქტს, სადაც 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქციის მიზანია - საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად სამ კვირაში მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის ვაქცინაცია.
მარათონის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების სააგენტო (UNDP).
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის ეროვნულმა კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო.
25 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1.950.693 აცრა.
სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 925.169 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 32,4%-ია. 24 ოქტომბერს აიცრა 1.877 ადამიანი.