აღმოსავლეთ საქართველოში ახალ ქარხანას ააშენებენ

ინვესტორი გეგმავს საწარმოში 1,2 მილიონი დოლარის ჩადებას და 50 ადამიანის დასაქმებას.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ორ წელიწადში ფოლადის ნაწარმის საწარმოს ააშენებენ, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
მთავრობამ დღეს მიიღო განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფოლადის სახლისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს „ფოლადის სახლს" ფოლადის ნაწარმის საწარმოს შესაქმნელად სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა ვაზიანის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები.
EL PLUS-მა თბილისში საგამოფენო დარბაზი გახსნა
კომპანია „ფოლადის სახლი“ 3,8 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას და 50 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კომპანია ფოლადის ნაწარმის საწარმოს აშენებას გეგმავს, რომელიც ფუნქციონირებას ორ წელიწადში დაიწყებს.
პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ათეულობით ბენეფიციარი უკვე სარგებლობს პროექტის კომპონენტებით - ესაა საფინანსო რესურსებზე წვდომა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ასევე დაწყებულია შესაბამისი პროექტების რეალიზაცია.
საქართველოში ინვესტიციები მცირდება – ახალი მონაცემები
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 833 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 1,8 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 30 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.