მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად აღიარეს

იმისათვის, რომ უზბეკეთში არჩევნები შემდგარად აღიარონ, კენჭისყრაში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლების 33%-მა უნდა მიიღოს.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. უზბეკეთის პრეზიდენტის არჩევნები შედგა - ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 33%-ს გადააჭარბა, განაცხადა ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ბახრომ კუჩკაროვმა, იუწყება Sputnik-უზბეკეთი.
„ელექტრონული სისტემის მონაცემებით, რომელიც ამომრჩეველთა აქტივობას აფიქსირებს, 11:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 6.669.552 ამომრჩეველი - საერთო სიის 33,6% - გამოცხადდა“, - განაცხადა კუჩკაროვმა.
შედარებისთვის, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დილის 11:00 საათზე აქტივობამ 33,73% შეადგინა.
უზბეკეთში მოქმედი კანონმდებლობით, იმისათვის, რომ არჩევნები შემდგარად აღიარონ, კენჭისყრაში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლების 33%-მა უნდა მიიღოს.
მსოფლიო დღეს
უზბეკეთში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს
უზბეკეთის ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაშია დაახლოებით 19,86 მილიონი ადამიანი, გახსნილია 10.760 საარჩევნო უბანი.
უზბეკეთის მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა უცხოეთშიც შეუძლიათ: 49 ქვეყანაში შეიქმნა 55 სტაციონარული და 316 მოძრავი საარჩევნო უბანი.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება.
არჩევნების წინასწარი შედეგები ორშაბათს დღის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.