თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ეკოლოგებმა ალტაის მთების ველურ ბუნებაში მცხოვრები თოვლის ჯიქების (ირბისების) ყველაზე ხანდაზმული წყვილი ნახეს, იუწყება ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლობა რუსეთში.
ესენი არიან ირბისები სახელად ხორგაი და გუტა. ორივე მინიმუმ 13 წლის არის. ესაა მაქსიმალური ასაკი თოვლის ჯიქისთვის ველურ ბუნებაში, თუმცაღა ზოოპარკებში ისინი 21 წლამდეც ცოცხლობენ. ირბისებმა ერთმანეთი სულ მცირე 10 წლის გაიცნეს და მას შემდეგ ორჯერ გახდნენ მშობლები.
„რუსეთის WWF დარწმუნებულია ხორგაის და გუტას ასაკში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად მათ ფოტოხაფანგების საშუალებით 2011-2012 წლიდან ვაკვირდებით. ამ ასაკის ხანდაზმული თოვლის ჯიქები ველურ ბუნებაში - დიდი იშვიათობაა“, - განმარტა WWF-ს რუსეთში წარმომადგენლობის პროექტების უფროსმა კოორდინატორმა ალტაი-საიანის ეკორეგიონში ალექსანდრ კარნაუხოვმა.
მისი თქმით, 13 წლამდე ასაკის მტაცებლები ველურ ბუნებაში ადრეც დაუფიქსირებიათ (მაგალითად, მონღოლეთში), მაგრამ ამ ასაკის ხანდაზმული ირბისების წყვილი პირველად გამოვლინდა.
ჯიქების წყვილი ალტაის მთებში ცხოვრობს. მეცნიერთა თვალსაზრისით, მათი ასაკი - კეთილდღეობის მაჩვენებელია, რაც ცხადყოფს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩიხაჩიოვის ქედის დაცვა - მონღოლეთის საზღვარზე არსებული მთიანი გადასასვლელის, რომლითაც ცხოველების მიგრაცია ხდება.