თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ცივი ხელები შეიძლება გარკვეული დაავადებების ნიშანი იყოს, თუმცა, თუ ასეთ სიმპტომს შენიშნავთ, ჯერ უნდა დარწმუნდეთ, ხომ არ არის ეს გარემო ტემპერატურის ბრალი, აცხადებს სისხლძარღვთა ქირურგი კარამ აზატიანი.
„ზოგ სიტუაციაში ცივი ხელები — ეს ფიზიოლოგიური ნორმაა, მაგალითად, ცივ ამინდში. მაგრამ თუ ხელები ამინდისა და ოთახის ტემპერატურის მიუხედავად მაინც ცივია, მაშინ ეს შესაძლოა ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებზე მეტყველებდეს“, — ამბობს ექიმი.
მისი თქმით, ცივი ხელები შეიძლება მიანიშნებდეს:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებსა და სხვა ჰორმონალურ დარღვევებზე;
ათეროსკლეროზზე;
შაქრიან დიაბეტზე;
რეინოს დაავადებაზე — როდესაც ხელის მტევნებისა და ფეხების სისხლით მომარაგება პერიოდულად ირღვევა.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ ცივი ხელები ახასიათებთ დაბალი არტერიული წნევის მქონეებსა და ასევე მწეველ ადამიანებს.
სპეციალისტის თქმით, მიზეზები შეიძლება საკმაოდ ბევრი იყოს და იმისათვის, რომ ცივი ხელების პრობლემა გადაიჭრას, პირველ რიგში რეკომენდებულია მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ფიზიკური აქტიურობა და სპორტი. ამასთან საჭიროა რეგულარულად შემოწმდეს არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონე.
გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს კვების რაციონსაც. სწორად დაბალანსებულმა საკვებმა შეიძლება გამოასწოროს მდგომარეობა, გაამდიდრებს რა ორგანიზმს აუცილებელი ელემენტებით.