ახალი ტერაქტი ქაბულში, ბრძოლები ბაღლანში: თალიბები ავღანეთს ვერ აკონტროლებენ

ქაბულიდან უცხოური ჯარების ევაკუაციისა და პროამერიკული მთავრობის დამხობის შემდეგ ავღანეთის დიდ ქალაქებში ტერორისტული აქტები გრძელდება.
Sputnik
ქვეყნის ჩრდილოეთში თალიბების ბრძოლა მიმდინარეობს პოლიტიკურ ოპონენტებთან, ეკონომიკა დეგრადაციის გზაზეა, დროებითი მთავრობა მაღალ საგარეო პოლიტიკურ აქტიურობას ავლენს მოლაპარაკებების სხვადასხვა მოედნებზე, მაგრამ ეს ქვეყნის 40-მილიონიანი მრავალეროვნული მოსახლეობის ინტერესებს არ გამოხატავს.
ავღანეთის დედაქალაქში 20 ოქტომბრის დილით მორიგი აფეთქება მოხდა. ტერაქტის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სააგენტო Middle East Press-ი იუწყებოდა, რომ შეიარაღებულმა ადამიანებმა პოლიციის განყოფილებას შეუტიეს, ერთი პოლიციელი დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა. თავდამსხმელები მიიმალნენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე, მაგრამ ხელწერა „ისლამური სახელმწიფოს“ წინა ტერაქტებს ჰგავს.
მსოფლიო დღეს
აშშ სერიოზულად მსჯელობს ავღანეთის მეზობლად მდებარე რუსული ბაზების გამოყენებაზე
ავღანეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც „თალიბანის“ წევრები არიან, კომენტარს აკეთებენ: „დესტრუქციული ძალები ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობენ, სურთ წარმოაჩინონ, რომ ახალ მთავრობას არ შეუძლია ქვეყანასა და დედაქალაქში სიტუაციის კონტროლი“.
თალიბებს მიაჩნიათ, რომ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობას უცხოური სპეცსამსახურები აკონტროლებენ. ასეა თუ ისე, „დესტრუქციული ძალები“ უფრო წარმატებულები არიან დესტაბილიზაციაში, ვიდრე თალიბები სახელმწიფოს მართვასა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ამ ფონზე მოსკოვში 20 ოქტომბერს ავღანეთის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პაკისტანის სპეცწარმომადგენელსა და თალიბების დელეგაციას შორის. განიხილებოდა ვითარება ქვეყანაში და საერთაშორისო ძალისხმევები ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად.
მსოფლიო დღეს
დაბრუნდება თუ არა აშშ ავღანეთში: პენტაგონის შეფმა კომენტარი გააკეთა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ავღანელებს საფრთხეებს ძირითად „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-ქაიდა“ უქმნიან, მანამდე ქაბულში რუსეთის ელჩმა დმიტრი ჟირნოვმა აღნიშნა, რომ თალიბების აღიარება ნაადრევი იყო. და მაინც, უახლოეს მომავალში მოსკოვი ავღანეთში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის. ეს გადაწყვეტილება მკვეთრ კონტრასტშია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებასთან, რომელიც არ აპირებს ავღანეთის სახელმწიფო რეზერვების განბლოკვას − მიუხედავად მრავალი მილიონი ავღანელის გაჭირვებული მდგომარეობისა.

ტერაქტები, ბრძოლები, ეკონომიკური კრახი

პენტაგონისა და ნატოს ჯარებთან ბრძოლებში „თალიბანის“ წარმატების შემდეგ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა იხუვლეს, რომლებსაც ერაყსა და სირიაში ჰქონდათ მიღებული საბრძოლო გამოცდილება. ამას „ყველა ყველას წინააღმდეგ“ ომის ახალი ტალღის აგორება მოჰყვა.
მსოფლიო დღეს
მეზობლებზე ტერორისტული თავდასხმის შანსები: „თალიბანში“ განმარტეს
ბოევიკებმა 15 ოქტომბერს ყანდაგარის შიიტურ მეჩეთს შეუტიეს, რა დროსაც 130-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამასთან ტერაქტი სამხედრო ოპერაციის მსგავსად იყო ორგანიზებული: დაიწყო ავტომატური იარაღის გამოყენებით და დასრულდა თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებით. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, რომელიც თალიბების ხელისუფლების მთავარი ოპონენტი ხდება ავღანეთში.
ქაბულიდან უცხოური ჯარების გაყვანისა და პროამერიკული მთავრობის დამხობის შემდეგ ავღანური მედიასაშუალებები 17 ტერაქტის შესახებ იუწყებოდნენ, რომელთა უმეტესობის უკან „ისლამური სახელმწიფო“ იდგა. აფეთქებებისგან ქაბულში, ნანგარჰარში, ფარვანში, ქუნარსა და ქუნდუზში 600 ადამიანი დაშავდა.
8 ოქტომბერს ჰანაბადის შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 120 ადამიანი ემსხვერპლა, 160-ზე მეტი დაიჭრა. ტერაქტებს მკვეთრად გამოხატული ანტითალიბანური ხასიათი აქვს. მაგალითად, 3 ოქტომბერს აფეთქება მოხდა ქაბულის მეჩეთ იდგაჰში, სადაც გავლენიანი თალიბის ზაბიულა მუჯაჰიდის დედასთან დამშვიდობების ცერემონია იმართებოდა.
წაგებული ომის შემდეგ დასავლეთი ვალის დაბრუნებაზე უარს ამბობს
ჩრდილოეთ პროვინცია ბაღლანში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს თალიბებსა და წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლებს შორის, რომელსაც ეთნიკურად ტაჯიკი აჰმად მასუდი-უმცროსი ხელმძღვანელობს. ფული-ჰისარსა და დიჰ-სალაჰში თალიბებმა 60-ზე მეტი კაცი დაკარგეს და უკან დაიხიეს.
აჰმად მასუდმა ავღანელთა მიმართ მორიგი მოწოდება გაავრცელა − დაიწყონ აჯანყება ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ წინააღმდეგ. მან ხაზი გაუსვა, რომ წინააღმდეგობის ძალებს „მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი პანჯშერის ხეობის გათავისუფლება“.
მანამდე მასუდის თანამებრძოლები აცხადებდნენ, რომ „პარტიზანები ხელს უშლიან პაკისტანს, პირდაპირი დახმარება გაუწიოს „თალიბანს“.
თალიბების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სრულად აკონტროლებენ პანჯშირს, დიდი ალბათობით, არ შეესაბამება სინამდვილეს.
მსოფლიო დღეს
აშშ-ის და „თალიბანის“ პირველი შეხვედრა დოჰაში: რაზე შეთანხმდნენ მხარეები
„თალიბანის“ ოფიციალურ-მიმტევებლური დამოკიდებულება წინააღმდეგობის მოძრაობისა და „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისადმი არ ასახავს დროებითი მთავრობისთვის რეალურ საფრთხეებს, რომელსაც აშკარად არ ჰყოფნის „შიდა ლეგიტიმურობა“, რომლის გარეშეც, ავღანეთის ექს-პრეზიდენტ ჰამიდ ქარზაის აზრით, ახალი ხელისუფლების საერთაშორისო აღიარება შეუძლებელია.
ტაჯიკეთ–ავღანეთის საზღვრის გადაკვეთას ყოველდღიურად ცდილობს ავღანეთის 600-მდე მოქალაქე და ტაჯიკეთში მათი საერთო რაოდენობა 15 ათას კაცს აჭარბებს. ავღანელმა არალეგალმა ლტოლვილებმა უკვე პოლონეთის საზღვრებსაც მიაღწიეს.
„საამიროში“ სურსათსა და პირველი აუცილებლობის სხვა პროდუქტებზე ფასები იზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ავღანეთის ეკონომიკა 2021 წელს 30%-ით დაეცემა. ამასთან ფონდმა თალიბების წვდომა შეაჩერა რესურსებზე − ზუსტად ისე, როგორც მსოფლიო ბანკმა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ.
ექსპერტების მოსაზრება: ავღანური ანგარიშები ეტაპობრივად უნდა განიბლოკოს
შემოსავლების ერთადერთ საიმედო წყაროდ ავღანეთს ნარკოტრაფიკი რჩება. და კიდევ ნაწილობრივ ამერიკელების მიერ მიტოვებული შეიარაღების გაყიდვა (გაცვლა) მეზობლებთან.

ვითარება საზღვარზე

სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თალიბებთან ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობს მოსკოვში, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ავღანეთის საზღვრებთან, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებს მეთვალყურეობს. ამაში წინააღმდეგობა არ არის: ორივე რუსი მინისტრი სხვადასხვა მეთოდებით უზრუნველყოფენ რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას სამხრეთის სტრატეგიული მიმართულებით.
ავღანეთში დაახლოებით ოცი ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებს, ზოგი მათგანი მზადაა ცენტრალური აზიის ქვეყნების ექსპანსიისთვის. მაგალითად, ექსტრემისტული „ჰაკანის ქსელი“ „თალიბანის“ შემადგენლობაშიც კი ინარჩუნებს მოქმედების დამოუკიდებლობასა და „ალ-ქაიდასთან“ მყარ კავშირს.
დუშანბის ავღანური ელფერი: კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტი
თალიბების ტაჯიკური ქვედანაყოფი „ჯამაათ ანსარულაჰი“ ტაჯიკეთში შეჭრას დეკლარირებს. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დსთ-ის სპეცსამსახურების შეფებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ავღანეთის ჩრილოეთში „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 2 ათასი ბოევიკი იმყოფება, და ავღანეთის საზღვრებზე ტერორისტების შესაკავებლად მათ ერთობლივი ძალისხმევებისკენ მოუწოდა.
გეოგრაფიული მეზობლების რეაქცია კანონზომიერია. ტაჯიკეთის პოლიგონებზე − ჰარბ-მაიდონსა და მომირაკზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ექვსი ქვეყნის ჯარები ავღანეთიდან ბოევიკების შეჭრაზე რეაგირების ვარიანტებს ამუშავებენ. სპეციალურ სწავლებებსა და ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების ერთობლივ მანევრებს სახელწოდებით „ურთიერთქმედება“ ადგილზე რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი ალექსანდრ ლაპინი ხელმძღვანელობს. მასში ჩართულია 4000 სამხედრო სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, ასევე 500 ერთეულზე მეტი ტექნიკა.
„დასავლეთი უნდა დამშვიდდეს“ – ლავროვი ავღანელ მიგრანტებთან დაკავშირებული ვითარების შესახებ
იმისათვის, რომ საბრძოლო გამოცდილების მქონე და თანამედროვე იარაღით აღჭურვილი ტერორისტები დამაჯერებლად დაამარცხოს, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის დაჯგუფებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს აშკარა უპირატესობა.
ტაჯიკეთში მიმდინარე მანევრებზე მოწინააღმდეგის აღმოჩენისა და განადგურების ახალი ტექნოლოგიები მუშავდება, გამოიყენება მობილური რადიოლოკაციური სისტემები, მზვერავ-მოიერიშე დრონები, შორი სროლის სნაიპერული შაშხანები, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები.
რუსული ბაზა „კანტიდან“ ოთხი СУ-25-ის გადასროლა ტაჯიკეთში მძლავრ საავიაციო „დამრტყმელ მუშტს“ ქმნის. ეს ყველაფერი დომინირების საშუალებას იძლევა საზღვრისპირა რაიონებში ადრეული შეტაკებების შემთხვევაში და გამანადგურებელ დარტყმას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები მაღალტექნოლოგიური იარაღით არიან აღჭურვილი და მათ საბრძოლო გამოცდილებაც აქვთ, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებს არ გააჩნიათ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს