COVID-19 - ბოლო ცნობები

კოვიდ-ლატარიაში 10 ათასი ლარი კიდევ ერთმა ადამიანმა მოიგო

საქართველოში წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის 14 სექტემბერს დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. აცრილი მოქალაქეებისთვის დაწესებულ ყოველკვირეულ ლატარიაში 10 ათასი ლარი მოიგო პიროვნებამ, რომელიც თბილისში კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აიცრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
10 ათასი ლარი უკვე მეხუთედ გათამაშდა ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში „აიცერი და მოიგე“.
წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის საქართველოში 14 სექტემბრიდან დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ლატარიის გამარჯვებული 6.005 ადამიანი გახდა. მოგებული თანხის საერთო ფონდი დღეისათვის 940.000 ლარია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
თუ ვაქცინაციაში ჩაერთვებით – რა სიურპრიზს უმზადებს ჯანდაცვის უწყება პენსიონერებს
ლატარიის კომპანია ყოველდღიურად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ათამაშებს ფულად ჯილდოს აცრილი მოქალაქეებისთვის. საერთო საპრიზო ფონდი 2,8 მილიონ ლარს შეადგენს.
გათამაშება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და 10.000 ლარის ოდენობის ჯილდო თამაშდება. წლის ბოლოს გაიმართება ფინალური გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათას ლარს შეადგენს.
გათამაშებაში საქართველოს ყველა აცრილი მოქალაქე მონაწილეობს. პირველივე დოზით აცრისას მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება დაავადებათა კონტროლის ცენტრის უნიკალური კოდი, რომელიც მონაწილეობს ლატარიაში. ლატარიის კომპანიას ამ ბაზაზე ხელი მიუწვდება.