COVID-19 - ბოლო ცნობები

ახალი შტამი AY.4.2: ბრიტანეთში „დელტაზე“ მეტად გადამდები ვარიანტი გამოვლინდა

Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი − Sputnik. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი მუტაცია AY.4.2 გამოვლინდა, რომელიც შესაძლოა „დელტა“ ვარიანტზე უფრო მეტად გადამდები აღმოჩნდეს, იუწყება Bussines Insider-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დროს კორონავირუსის ახალი მუტაციით, რომელიც „დელტას“ ქვეტიპია, სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება. როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს მოხსენებაშია ნათქვამი, 27 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ყველა ინფიცირებულის 6% სწორედ AY.4.2-ით იყო დაავადებული.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში „მიუ“ შტამზე სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ
როგორც ლონდონის გენეტიკის უნივერსიტეტის დირექტორი ფრანსუა ბალუ განმარტავს, AY.4.2-ს მონაცემებიდან შეიძლევა ვივარაუდოთ, რომ ეს მუტაცია შესაძლოა 10%-ით უფრო გადამდები იყოს, ვიდრე AY.4-ად წოდებული „დელტაა“.
ამასთან სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ექიმი სკოტ გოტლიბი აცხადებს, რომ ახალი ვარიანტი „შეშფოთების უშუალო მიზეზი არ არის“, თუმცა მეცნიერებს მისი დაუყოვნებელი შესწავლისკენ მოუწოდა, რათა გაირკვეს, ნამდვილად არის თუ არა ის მეტად გადამდები და შეუძლია თუ არა მას, გვერდი აუაროს ორგანიზმის იმუნურ პასუხს.
ამასთან ირკვევა, რომ AY.4.2 − „დელტას“ ერთადერთი ქვეტიპია, რომელიც ნელი ტემპით, მაგრამ განუხრელად იმატებს და უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ მის დომინირებაზე − მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის გარდა კიდევ მხოლოდ ორ ქვეყანაში, აშშ-სა და დანიაშია გამოვლენილი.