მსოფლიო დღეს

აშშ-ში კორონავირუსის „დელტა“ შტამის ახალი სახესხვაობა დააფიქსირეს

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ის „დელტაზე“ 10-15%-ით უფრო გადამდებია
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. „დელტა“ შტამის დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი ახალი სახესხვაობა AY4.2 აშშ-ში დააფიქსირეს, აღნიშნა ბრიფინგზე ოთხშაბათს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC ) ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ. იუწყება РИА Новости.
„ვირუსის გავრცელების პარალელურად ვლინდება ახალი ვარიანტები. ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ვარიანტი AY4.2, რომელიც ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს და „დელტა“ შტამის სახესხვაობაა. ჩვენ პერიოდულად ვხედავთ მას აქ, შეერთებულ შტატებში, მაგრამ ჯერჯერობით არ აღინიშნება მისი რაოდენობის ზრდა ან მისი კლასტერების გაჩენა“, - აღნიშნა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ვალენსკიმ.
აშშ-ში გავრცელებული მთავარი შტამი კვლავ „დელტაა“, ის ინფიცირებულთა 99,7%-ს უვლინდება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ზრდასრული მოსახლეობის 60%-ზე მეტია აცრილი
ადრე მეცნიერებმა დიდ ბრიტანეთში განაცხადეს კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტის გავრცელების შესახებ, ვიდრე „დელტა“ შტამია. ბრიტანელ ექსპერტთა განცხადებით, ახალი ვარიანტი AY.4.2 შეიძლება 10-15%-ით უფრო გადამდები იყოს, ვიდრე „დელტა“ შტამია. თუ ეს მონაცემები დადასტურდება, ეს ვარიანტი შეიძლება ყველაზე გადამდები გახდეს ვირუსის გავრცელების დღიდან.
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, AY.4.2 ვარიანტი ახლახან აღმოაჩინეს და შესაძლებელია დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიზეზი იყოს. ახალი ვარიანტი დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა 10%-ს უვლინდება, მისი წილი კი ინფიცირების შემთხვევებში სწრაფად იზრდება. ახალი ვარიანტი ისრაელშიც დააფიქსირეს.