მსოფლიო დღეს

ბირთვული ომის შემთხვევისთვის: ნატომ საიდუმლო სწავლებები Steadfast Noon დაიწყო

Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა და ნატოს სხვა 13-მა წევრმა ქვეყანამ ალიანსის ტერიტორიის ბირთვული იარაღის გამოყენებით დაცვის ყოველწლიური სწავლებები დაიწყეს, იუწყება Deutsche Welle.
როგორც ალიანსში აღნიშნეს, მანევრებში სახელწოდებით Steadfast Noon („მყარი შუადღე“) ათობით თვითმფრინავი მონაწილეობს, მათ შორის, ბირთვული იარაღით აღჭურვილი გამანადგურებლები, ჩვეულებრივი საბრძოლო თვითმფრინავები, ასევე საწვავით შემავსებლები და მზვერავები.
საქართველოში დაიწყო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ETERNITY 2021
ოფიციალური მონაცემებით, სწავლებები ალიანსის სამხრეთ ტერიტორიის თავზე მიმდინარეობს. DW-ის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ მანევრების ფარგლებში შესაძლოა ამერიკული B61 ტიპის ბირთვული ბომბების გამოყენება დამუშავდეს, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე ინახება. ამასთან Steadfast Noon-ის მიმდინარეობის ზუსტი ადგილი და სწავლებების სხვა დეტალები უცნობია.
სამხედრო ექსპერტების ცნობით, მანევრების დროს ასევე დამუშავდება ამერიკული ბირთვული იარაღის მიწისქვეშა საცავებიდან ტრანსპორტირება და მათი გამანადგურებლებზე დამაგრება, თუმცა საწვრთნელი ფრენები ბომბების გარეშე ჩატარდება.

„ევროპაში უსაფრთხოების პირობების გაუარესების გათვალისწინებით, საიმედო და ერთიან ბირთვულ ალიანსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, − ნათქვამია ნატოს მანამდე გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ამასთან ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ბირთვული იარაღის რაოდენობა ევროპის ტერიტორიაზე მკვეთრად შემცირდა.
ნატოს ბირთვული პოლიტიკის თანახმად, ალიანსის წევრ ქვეყნებს საგანგებო ვითარებაში ევროპაში დისლოცირებული ამერიკული ქობინების გამოყენება შეუძლიათ. არაოფიციალური მონაცემებით, აშშ-ის ატომური იარაღი განთავსებულია, მათ შორის, ბელგიაში, თურქეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში.