ქართველმა მოციგურავეებმა იტალიის ტურნირზე გაიმარჯვეს

სპორტსმენები ყინულზე ახალი ოლიმპიური პროგრამით გამოვიდნენ და დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, რომლებიც საცეკვაო წყვილების სახეობაში ასპარეზობენ, იტალიაში Mezzaluna Cup-ის ტურნირზე გაიმარჯვეს.
ყინულზე წყვილმა ახალი ოლიმპიური პროგრამა წარადგინა და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ორჭიდში ქართველმა მოციგურავეებმა 186,78 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გასულ ავსტრიულ წყვილს (171,63) 15 ქულაზე მეტით გაასწრეს.
საქართველომ ფიგურულ ციგურაობაში მეოთხე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
მესამე ადგილი იტალიელმა მოციგურავეებმა დაიკავეს (155,43).
ბოლო თვეში კაზაკოვასა და რევიასთვის ეს მეორე წარმატებაა. სექტემბრის ბოლოს ქართველების წყვილმა გერმანულ ობერსტდორფში მესამე ადგილი დაიკავა და პეკინის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.