მეგან მარკლს და პრინც ჰარის სამეფო ტიტულზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ უარი თქვეს გვირგვინზე, მათ ბიუჯეტის დაგეგმვისას გაცილებით მეტი დეტალის გათვალისწინება უწევთ.
Sputnik
გასული წლის აპრილში მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ უარი თქვეს სამეფო მოვალეობების შესრულებაზე და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებული შტატები აირჩიეს. 2021 წლის იანვარში წყვილმა დაადასტურა გადაწყვეტილება ბუკინგემის სასახლეში წერილის გაგზავნით.
ყვითელი ამბები
მარტივი ფსიქოლოგია: რატომ აირჩია პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლი
ამ ყველაფერთან ერთად მათ შეინარჩუნეს სამეფო ტიტულები. ბრიტანული ანტიმონარქისტული ორგანიზაცია Republic-ის ხელმძღვანელმა გრეჰემ სმიტმა სასექსის ჰერცოგებს მოუწოდა, უარი თქვან ტიტულებზე.
„ისინი გადაეცათ იმისთვის, რომ თეორიულად შეასრულონ სამეფო მოვალეობები ქვეყნის სასიკეთოდ, მაგრამ ახლა მეგანი და ჰარი ამას არ აკეთებენ. მე ვფიქრობ, რომ მათ უბრალოდ უარი უნდა თქვან ტიტულებზე”, – ციტირებს მას Express-ი.
მოღალატე პრინცი: რატომ შეხვდა ყოფილ შეყვარებულს ჰარი ქორწილამდე?
ადრე ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი განაგრძობდნენ ფულის მიღებას სამეფო ოჯახისგანაც – 2020 წლის დასაწყისში ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტამდე.