ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის:რა განიხილეს ქართული დიასპორების ხელმძღვანელებმა

რუსეთის რეგიონული ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე დიასპორის ცხოვრების აქტუალური საკითხები განიხილეს
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლება და ორ ქვეყანას შორის საკონსულო საკითხების გამარტივება - ეს და სხვა თემები განიხილეს მოსკოვში რუსეთის ქართული დიასპორების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, განუცხადა Sputnik-საქართველოს რუსეთში ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა და ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის უფროსმა დავით ცეცხლაძემ.
რუსეთში 12 მაისი ქართული დიასპორის დღედ გამოცხადდა
ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგატები ყაზანიდან, ვოლგოგრადიდან, ეკატერინბურგიდან, იაროსლავლიდან, ვოლოგდადან, სტავროპოლიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, პეტროზავოდსკიდან, ტვერიდან, ხანტი-მანსისკიდან, ვორკუტადან, კალინინგრადიდან, გეორგიევსკიდან, კოსტრომიდან და უფადან.
სხდომა დაიწყო წუთიერი დუმილით - ბათუმში სახლის ჩამონგრევის და თათრეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
„შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის საკითხი განახლდება, დიასპორასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გააქტიურდება ურთიერთქმედება საკონსულო საკითხების, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული მინიჭებისთვის პლატფორმის შექმნისა და თანამემამულეთა მოწვევის კვოტების შესაქმნელად და ბევრი სხვა საკითხი“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
მისივე თქმით, ყველა საჭირო წერილი და მოთხოვნა გადაეგზავნება ორი ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში.
ასევე შეხვედრის დროს ცნობილი გახდა ორგანიზაციაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. დავით ცეცხლაძემ დანიშნა ოთხი ვიცე-პრეზიდენტი სხვადასხვა საკითხებში - გიორგი მელიქიშვილი, მამუკა მერკვილაძე, ლევან თოდაძე და დიმიტრი ყოჩიაშვილი.
უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს მხოლოდ ქართული დიასპორების ხელმძღვანელები, როგორც რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული, ასევე რეგისტრაციის ეტაპზე მყოფი.