ჩემთვის არავის არაფერი დაუკვეთავს – აკო ჭელიძე კვარაცხელიას მკვლელობაზე

ადვოკატების მოთხოვნით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ბრალდებულები რუსთავის №-6 დახურული ტიპის დაწესებულებაში არიან მოთავსებული.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. 22 წლის პროგრამისტის ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ერთ–ერთი ბრალდებული აკაკი (აკო) ჭელიძე კატეგორიულად უარყოფს შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას და განზრახ მკვლელობის ბრალზე დუმილს ამჯობინებს.
„ჩემ­თვის არა­სო­დეს არა­ვის არა­ფე­რი და­უკ­ვე­თავს" - ეს არის ბრალ­დე­ბუ­ლი ჭე­ლი­ძის გზავნილი, რო­მე­ლიც ტელეკომპანია Rustavi 2-ს ად­ვო­კატ­მა გად­მოს­ცა.
„აბ­სო­ლუ­ტუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით ვი­ზი­ა­რებ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ოჯა­ხის და ახ­ლობ­ლე­ბის ტკი­ვილს. რაც შე­ე­ხე­ბა აკო ჭე­ლი­ძეს, ვი­მე­ო­რებ მის პო­ზი­ცი­ას, რომ მისი თქმით, არა­სო­დეს არა­ვის მის­თვის არა­ფე­რი და­უკ­ვე­თავს. ის ამ­ჟა­მად იყე­ნებს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას და ჩემს შე­კი­თხვებ­საც კი არ პა­სუ­ხობს", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.
მისთვის ასევე უცნობია ითა­ნამ­შრომ­ლებს თუ არა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გა­მო­ძი­ე­ბას­თან.
ასევე დუმილის უფლებას იყენებს მკვლელობაში მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე.
ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ათი ტყვია ესროლეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა: საქმის ახალი დეტალები
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მათზე ძებნა გამოცხადდა.
კავილაძე და ჭელიძე 7 ოქტომბერს წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა რუსეთში მყოფმა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავით კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.
ცნობილია, რომ გარდაცვლილი ნიკა კვარაცხელია ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდის მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ მამამისის საქმიანობას უკავშირდებოდეს, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია, მეტსახელად „დატო ტბილისკი" ააფეთქეს.
ჭელიძესა და კავილაძეს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად).