მსოფლიო დღეს

რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე პუტინმა და ფაშიანიანმა

პუტინმა და ფაშიანიანმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და ინტეგრაციულ გაერთიანებებში ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი- Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში უმასპინძლა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, იუწყება Sputnik-სომხეთი.
შეხვედრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერთან მუდმივ სატელეფონო კონტაქტზეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, პირადი შეხვედრები ყოველთვის პროდუქტიულია საჭირო შედეგის მისაღწევად.

„ჩვენ ვისაუბრებთ როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში. ვისადილებთ ერთად, განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს. ვისაუბრებთ პერსპექტივებზე, რადგან სულ მალე გვექნება დსთ-ის სამიტი“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე და ორმხრივი ურთიერთქმედების ძირითად თემებზე, მათ შორის რეგიონში დარეგულირების საკითხებზე პოზიციების შეჯერებას ისურვებდა.
თბილისს დიდი როლი აკისრია: ღარიბაშვილი საქართველო–სომხეთი–აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე
თავის მხრივ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით რთულია საუბარი რეგიონში სრულ სტაბილიზაციაზე.
„კონფლიქტის გადაჭრაში და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით საკვანძო როლს ასრულებს რუსეთი, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მოხარულია ამ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შესაძლებლობის გამო.
ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ვიზიტით იმყოფება
ფაშინიანმა პუტინს მოსკოვში მიპატიჟებისთვის მადლობა გადაუხარა და აღნიშნა, რომ ეს უკვე მეოთხე შეხვედრაა მიმდინარე წელს. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში და მსოფლიოში დინამიური პროცესები მიმდინარეობს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია მოკავშირეების ხშირი შეხვედრები და პოზიციების შეჯერება.
„ხშირი შეხვედრები აჩვენებს ჩვენი ურთიერთობების მაღალ დინამიკას და ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობის ურთიერთგაგებას მოწმობს“, - აღნიშნა მან.