COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის გამო სამეგრელოში რვა სკოლა ჰიბრიდულ ან სრულად ონლაინ სწავლაზე გადავიდა

საქართველოში საკლასო ოთახებში სწავლა 4 ოქტომბერს განახლდა, მაგრამ ბოლო დღეებში ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდა და ეპიდემიოლოგები პანდემიის მეხუთე ტალღის მოახლოების შესახებაც საუბრობენ.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელოს რეგიონში სკოლებში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების გამო რვა სკოლა დასწრებითი სწავლიდან ონლაინ ან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დისტანციური სწავლების რეჟიმში შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასია გადასული. საქართველოში მთლიანობაში 2.084 საჯარო სკოლაა.
კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამი საჯარო სკოლა სწავლების ჰიბრიდულ მეთოდზეა გადასული.
ზუგდიდის განათლების რესურს-ცენტრის უფროსის მამუკა ბულიას ინფორმაციით, კორონავირუსი ანაკლიის, ყულიშკარის და ზუგდიდის სკოლებში დაფიქსირდა და ამიტომ რამდენიმე კლასი სწავლას ონლაინ ფორმატში გააგრძელებს.
ვინ აიცრება უფასოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რეკომენდაციით, ონლაინ სწავლებაზე გადავიდა ანაკლიის საჯარო სკოლაში ერთი კლასი, ყულიშკარის საჯარო სკოლის მე-7, მე-12 კლასები, ქალაქის მეხუთე საჯარო სკოლის ერთი კლასი, სადაც მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ კლასებში სწავლა საკლასო ოთახებში 20 ოქტომბერს განახლდება”, – განაცხადა ბულიამ.

ბულიამ რუხის საჯარო სკოლის შესახებაც ისაუბრა, სადაც მეექვსე, მეშვიდე და მეათეკლასელ მოსწავლეებს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ. მისი განცხადებით, მოხდება მათი კონტაქტების მოკვლევა და თუ კლასებში კონტაქტები არ დადასტურდება, იქ სწავლა ჩვეულებრივ გაგრძელდება. ბულია განმარტავს, რომ უფრო ზუსტად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წერილობითი მომართვის შემდეგ გადაწყდება, რა ზომები გატარდება რუხის სკოლაში.
კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო ხვალიდან სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავა ორი სკოლა ფოთში.
COVID-19 - ბოლო ცნობები
სკოლებსა და ბაღებში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას განცხადებით, კიდევ სამი სკოლა ნაწილობრივ ონლაინ-რეჟიმზე გადავა.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივმა სამსახურმა რეკომენდაციები გასცა ჩვენი ქალაქის სხვადასხვა სკოლაში სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია რამდენიმე სკოლაში კოვიდ-დადასტურებული შემთხვევებისა და იზოლაციაში გადასულ მოსწავლე–მასწავლებელთა რაოდენობის ზრდით. მე-5 საჯარო სკოლა და წმ. ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავა”, – განაცხადა ქორქიამ.
რაც შეეხება მე-15 სკოლას, აქაც 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით სწავლა გაგრძელდება დისტანციური ფორმატით, გარდა პირველი კლასებისა. ხოლო პირველ და მესამე საჯარო სკოლებში წერტილოვნად შეიზღუდება დასწრებითი სწავლების ფორმა იმ კლასებში, სადაც დადასტურებულია კოვიდინფექცია. ასეთია მესამე საჯარო სკოლაში მხოლოდ ერთი – მეათე კლასი, პირველ საჯარო სკოლაში კი მე-3, მე-6 და მე-8 კლასები.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ივანე ჩხაიძე 12-15 წლის ბავშვების იმუნიზაციას დადებითად აფასებს
რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს.
საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 4 ოქტომბრიდან განახლდა.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო შესაძლოა პანდემიის მეხუთე ტალღა მოსალოდნელზე ადრე დაიწყოს.