აჭარაში ავტომაგისტრალზე ტრაილერი ამობრუნდა – არიან დაშავებულები

აჭარაში ავტომაგისტრალზე დიდი „საცობია“ ტრაილერის მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო.​
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ორი ადამიანი დაშავდა სამი ტრაილერის და ერთი მსუბუქი ავტომობილის მონაწილებით ჩაქვში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ავარია გორის ცენტრალურ მაგისტრალზე - გარდაცვლილთა შორის არასრულწლოვანია
დაშავებულები უკვე გადაყვანილი არიან კლინიკებში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მაშველებისა და საწრაფო დახმარების ბრიგადები. ავარიის გამო ავტომაგისტრალზე დიდი „საცობია“.