თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ცნობილი გახდა საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების ძირითადი შემადგენლობები.
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეტევით ხაზში საკმაოდ ახალგაზრდული შემადგენლობა შეარჩია. საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს „ჯვაროსნებიდან“ ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი მიქაუტაძე შეუტევენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ოთხ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ერთად არასდროს უთამაშიათ.
ნაკრებების ძირითადი შემადგენლობები ასე გამოიყურება:
საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე - კანკავა, აბურჯანია - ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.
საბერძნეთი(3-4-3): ვლახოდიმოსი - ჰაციდიაკოსი, მავროპანოსი, ცაველასი - ანდრუცოსი, სიოპისი, ბუხალაკისი, ციმიკასი - მასურასი, ბაკასეტასი, პავლიდისი.
ამასთან, რამდენიმე საათის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდებოდა. გადაწყვეტილება ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.
უწყებათაშორისი საბჭოს 5 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საქართველოსა და საბერძნეთს შორის მაყურებლის 33% უნდა დასწრებოდა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ოთხი წაგებისა და ერთი ნათამაშები ფრის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფება. საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო, რიგით მე-7 შეხვედრას სამშაბათს, 12 ოქტომბერს, კოსოვოში გამართავს.