თავდაცვის ძალების შემადგენლობის რიცხოვნობა 37 ათასს არ გადააჭარბებს

დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა – სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად შევიდა განკარგულება „2022 წელს საქართველოს თავდაცვის ძალების რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე“.
დადგენილების თანახმად, თავდაცვის ძალების რიცხოვნობა 37 ათას ადამიანს არ გადააჭარბებს.
შესაბამისად, ქართული ჯარის პირადი შემადგენლობის რაოდენობა უცვლელი რჩება.
ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, რეზერვისტებსა და თავდაცვის სამინისტროს დროებით საშტატო თანამშრომლებზე.
საქართველოს თავდაცვის ძალების ავტოპარკი სპეცტექნიკით განახლდა
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა – სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს იწვევენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვეა.
ქვეყანაში სამხედრო გაწვევა წელიწადში ორჯერ ცხადდება – შემოდგომასა და გაზაფხულზე.