შსს-ს ბათუმში სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არა აქვს

მონაცემები ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულებისა და გადარჩენილების შესახებ შსს-ს ვებ-გვერდზე პერიოდულად, ინფორმაციის მიღებისთანავე გამოქვეყნდება.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ინტენსიური სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს 26 მაისის ქუჩაზე, სადაც ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.
მაშველებმა ცოტა ხნის წინ ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს. რამდენის გადარჩენა მოხერხდა ამ დროისთვის, ამის თაობაზე შსს-ს ჯერ ზუსტი მონაცემები არა აქვს.
„ამ დროისათვის ვერ გეტყვით, რამდენი ადამიანი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. შესაბამისი სამსახურები ჩართული არიან. ინფორმაციას ვებ-გვერდზე ვათავსებთ“, – განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ შსს-ში.
მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს
გადარჩენილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არა აქვს ასევე აჭარის მთავრობის მეთაურს თორნიკე რიჟვაძეს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სამუშაოები მიმდინარეობს და არ შეწყდება, სანამ ნანგრევებიდან ყველას არ ამოიყვანენ.
ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო დღეს, შუადღისას ჩამოინგრა. ნანგრევებში დაახლოებით 10–15 ადამიანი მოყვა.