ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველმა ფალავნებმა მსოფლიო ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყეს

ყველა ქართველმა ფალავანმა წააგო თავისი ბრძოლა, მხოლოდ ერთი ინარჩუნებს ბრინჯაოს მედლის აღების შანსებს.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარუმატებელი სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარეობს.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ოთხი მოჭიდავით, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება გელა ბოლქვაძემ (-77 კგ) შეძლო. პირველ წრეში ქართველმა ფალავანმა სძლია ჟოილსონ რამოსს (5:0), თუმცა უკვე მეორე რაუნდში დამარცხდა ირანელ მოჰამადალი გერაიესთან (1:6).
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა
საქართველოს ნაკრების ყველა სხვა მოჭიდავემ - ნუგზარ წურწმუმიამ (-55 კგ), შმაგი ბოლქვაძემ (-72 კგ) და აივენგო რიკაძემ (-82 კგ) პირველივე შერკინებები წააგეს.
აღსანიშნავია, რომ წურწუმიას ჯერ კიდევ აქვს მედლის აღების შანსი. ქართველმა რეპეშაჟში წააგო რუსეთის წარმომადგენელ ემინ სეფერშაევთან, რომელიც ფინალში გავიდა. ეს ნიშნავს, რომ წურწუმიას ჩემპიონატის ბრინჯაოსთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან შეუძლია. მისი პირველი მეტოქე იქნება ხორლან ჟაკანშა ყაზახეთიდან.
იმ შემთხვევაში, თუ წურწუმია ამ ბარიერს გადალახავს, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ის სომხეთის წარმომადგენელ ნორაირ ახოიანს დაუპირისპირდება.
ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოსლოში 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.