45 ტონა ქართული თაფლი საფრანგეთში გაიგზავნა

საწარმო „აპიჯეო“ საზღვარგარეთ კიდევ 90 ტონა თაფლის ექსპორტირებას გეგმავს.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილმა კომპანია „აპიჯეომ“ საფრანგეთში 45 ტონა თაფლის ექპორტი განახორციელა, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.
კომპანია საზღვარგარეთ კიდევ 90 ტონა თაფლის გატანას გეგმავს.
კომპანია „აპიჯეო“ – თაფლის გადამმუშავებელი საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოს შესაქმნელად სრული ინვესტიცია 500.000 ლარის ოდენობით განხორციელდა, საიდანაც 300.000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.
თბილისში მეფუტკრეობის მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში თაფლის პირველადი წარმოების განვითარებისთვის გაცემულია 68 მლნ ლარზე მეტი აგროსესხი, საიდანაც თანადაფინანსება 12 მლნ ლარს აჭარბებს.
COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია მეფუტკრეობაში. 2020 წელს ქვეყნიდან ექსპორტირებულია 21,7 ტონა თაფლი, რაც 15,3 ტონით (3,4-ჯერ) მეტია, ვიდრე 2019 წელს.
2016 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და ქართული თაფლის იმპორტის ნება დართო. პროდუქცია მკაცრ კონტროლს სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით თავდაპირველად სამშობლოში გადის.
თაფლი – უნიკალური სამკურნალო საშუალება
ქართული თაფლი გადის ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.
ქართული თაფლი საკმაოდ ძვირია ჩინურთან და არგენტინულთან შედარებით, რომლებიც დაახლოებით ორი დოლარი ღირს. ქართული თაფლი გამოირჩევა თავისი გემოვნური თვისებებით, ეკოლოგიური სისუფთავით და ამის შესახებ უცხოელი ექსპერტები კარგად არიან ინფორმირებული.
საქართველოში კილოგრამი ქართული თაფლის საცალო ფასი 20 ლარია. გვხვდება მონოფლორული თაფლი და ალპური ზონის თაფლი, რომელიც ძვირადღირებული პროდუქტია.