გვშურს საქართველოსი: ლიზა იასკომ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

ყოფილი პრეზიდენტის და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინელმა დეპუტატმა ლიზა იასკომ, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეყვარებულია, რუსთავის ციხეში მისი მონახულების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
უკრაინელმა დეპუტატმა ციხეში საათ-ნახევარი დაჰყო, ხოლო ჟურნალისტებთან პირად საკითხებზე საჯაროდ არ უსაუბრია.
„გვინდა ყველას ვუთხრათ...“ – მიხეილ სააკაშვილმა მეორე ცოლი მოიყვანა – ვიდეო

„ჩვენ ძალიან გვშურს საქართველოსი, ასეთი პრეზიდენტი რომ გყავდათ. ის ასევე უკრაინის პოლიტიკოსია. ძალიან მინდა, რომ დაიცვათ ის“, – განაცხადა ლიზა იასკომ და აღნიშნა, რომ ეამაყება სააკაშვილის საქციელი.

იასკომ გუშინ თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უახლოეს დროს საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. მან ქართველ ხალხს მიმართა და მოუწოდა არჩევნების შედეგების და ექს-პრეზიდენტის დაცვისკენ. მისი თქმით, სააკაშვილი უკანონოდ არის დაკავებული და მსოფლიო საზოგადოება მის გასათავისუფლებლად იბრძოლებს.
ყოფილი პრეზიდენტის და იასკოს ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
სააკაშვილის პარტია მასშტაბურ აქციებს აანონსებს
ელიზავეტა იასკო – პოლიტოლოგი, კულტურის საქმეთა ექსპერტი და კინოპროდიუსერია. 2019 წლის 29 აგვისტოდან უკრაინის რადის დეპუტატია პარტიიდან „ხალხის მსახური“, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ყოფილი თავმჯდომარე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნაძალადევში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის სასჯელს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იხდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად და ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე იზრუნებს.