მსოფლიო დღეს

Bloomberg: პლანეტას ზამთარში მძიმე კრიზისი ელოდება

Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ენერგორესურსების გაძვირება და სხვადასხვა საქონლის მიწოდებებში დაბრკოლებები ამ ზამთარს მთელ მსოფლიოს მძიმე კრიზისით ემუქრება, წერს გამოცემა Bloomberg-ის ჟურნალისტი მაიკლ უინფრი.
სტატიის ავტორის თქმით, კორონავირუსის პანდემია უზარმაზარ კრიზისად იქცა კაცობრიობისთვის, რაც საქონლის მიწოდებებში შეფერხებებით გამოიხატა — დაწყებული მარცვლეულით და დასრულებული კომპიუტერული ჩიპებით.
მსოფლიო დღეს
ისტორიული რეკორდი: გაზის ფასი ევროპაში ერთ დღეში 17%-ით გაიზარდა
თუმცა მიმდინარე წელს ზოგ ქვეყანაში ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი. მაგალითად, ბრიტანეთში საწვავის მწვავე დეფიციტია, ხოლო სუპერმარკეტებში თაროები დაცარიელდა, რაც ნაწილობრივ BREXIT-ით არის გამოწვეული, ნაწილობრივ კი ტრაილერების მძღოლების ნაკლებობით.
„თუმცა პრობლემები პლანეტის სხვა ქვეყნებსაც ემუქრება“, — წერს ჟურნალისტი.
მისი თქმით, წელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურული რეჟიმი არაერთ ბაზარზე მოახდენს გავლენას და იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგთა ყველაზე პესიმისტური პროგნოზები გამართლდება, ენერგორესურსების უკმარისობა სრულმასშტაბიან კრიზისს გამოიწვევს.

„ენერგორესურსებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო: ჩინეთმა გუშინ სახელმწიფო კომპანიებს უბრძანა, ენერგომომარაგება ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ, ხოლო ნახშირის მწარმოებლებს სრული სიმძლავრით მუშაობა დაავალა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კვოტების წლიურ ლიმიტს გადააჭარბებენ. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ ევროპაში ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასები რეკორდულ დონემდე გაიზარდა, სადაც კონტინენტის ძირითადი მომმარაგებელის, რუსეთის მხრიდან მიწოდებების ნაკადის შემცირება შეშფოთებას იწვევს“, — წერს უინფრი.

გარდა ამისა, აღნიშნულს ასევე მოჰყვა ნიდერლანდში კონტინენტზე უდიდესი სათბურების ქსელის დახურვა, რაც ასევე შეიძლება აისახოს კვების პროდუქტების მიწოდებებზე.
საფრანგეთში კი ხელისუფლებამ გაზზე რეგულირებადი ტარიფების ზრდა აკრძალა და ელექტროენერგიაზე გადასახადები შეამცირა.
ამასთან ჟურნალისტი წერს, რომ ხორბლის მარაგები მთელ მსოფლიოში იკლებს, ხოლო მარცვლეულის წარმოების პროგნოზები მხოლოდ უარესდება.
მაიკლ უინფრის თქმით, გასული ზამთარი პანდემიის გამო იყო მძიმე, თუმცა ვითარების გამოსწორებას არც წელს უჩანს პირი.