არჩევნები 2021

თბილისში არჩევნების შემდეგ მშვიდი ვითარებაა

არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებაში აქციები უკანა პლანზე გადავიდა. ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში არჩევნების დაძაბული დღის შემდეგ სიმშვიდეა – ცესკო ხმების დათვლას განაგრძობს.
არანაირი ნიშანმი იმისა, რომ ოპოზიცია ხალხს ქუჩაში გამოიყვანს, როგორც ამას გუშინ აცხადებდა, არ არის. როგორც ჩანს, არჩევნების შედეგებმა დღის წესრიგიდან პროტესტის საკითხი მოხსნა. ახლა ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება.
სიმშვიდეა რუსთავის N12 ციხესთანაც, სადაც ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული. აქ არ არიან პოლიციის გაძლიერებული რაზმები და არც მისი მხარდაჭერები მართავენ მიტინგს.
არჩევნები 2021
მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც, თუმცა კახა კალაძე გაიმარჯვებს - ირაკლი კობახიძე
დამკვირვებლების აზრით, მთლიანობაში არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა. ზოგიერთ სადამკვირვებლო უბანზე, მათ შორის, დიდ ქალაქებში – თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში, რაღაც დარღვევები იყო, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი არ ჰქონია.
ბოლო მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) პროპორციულ არჩევნებში 11 ქალაქში ლიდერობს.
წინასწარი მონაცემებით, ენმ პირველ ადგილზე გავიდა ბათუმში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, წყალტუბოში, დმანისში, გარდაბანში, რუსთავში, თელავში, ხულოში, სენაკსა და ახმეტაში. დანარჩენ 53 რაიონში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
არჩევნები 2021
GUAM-ის შეფასება: არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ქალაქებისა და რაიონების საკრებულოები შერეული სისტემით კომპლექტდება – პროპორციული და მაჟორიტარული. გამსვლელი ბარიერი თბილისის საკრებულოში 2,5%, დანარჩენ საკრებულოებში 3%–ია.