სააკაშვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის გამო ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. სააკაშვილს ბრალს ოფიციალურად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გააცნობენ.
შინაგან საქმეთა სამინიტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 1 ოქტომბერს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 3 დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს–სგან განსხვავებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომელმაც გუშინ სააკაშვილი ციხის საკანში მოინახულა, აცხადებს, რომ მან საქართველოს საზღვარი ლეგალურად გადმოკვეთა, თუმცა როგორ მოახერხა იმ დროისთვის ძებნილმა სააკაშვილმა ქართული საზღვრის კანონიერად გადმოკვეთა, არ აკონკრეტებს.
„სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ყველა წესის დაცვით შემოვიდა“ - თინა ბოკუჩავა
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
კერძოდ, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
სააკაშვილის საქმე სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება - აშშ-ის ელჩი
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.ის ქონების ჩამორთმევის საქმეზე კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.