რატომ არ ჩქარობს საქართველოს პროკურატურა სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას

სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა სამშობლოში მოუწევს, განაცხადეს პროკურატურაში
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის გამო დღეს ბრალს არ წაუყენებენ, ხოლო ის ციხეში სასჯელს იხდის დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენით, რომელიც 6-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, განუცხადეს Sputnik-საქართველოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნაძალადევის რაიონში 1 ოქტომბერს დააკავეს.

„მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკვე როგორც მსჯავრდებული. ის ძებნილი პირია, რომელიც მსჯავრდებულია, ამ ეტაპზე მას 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და იმყოფება საპატიმროში. ასეთ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული რაიმე სამართლებრივი ვადა ბრალის წაყენებისთვის ახალი გამოძიების ფარგლებში. ის არ არის დაკავებული პირი, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული. აქედან გამომდინარე, დღეს ბრალის წაყენება არ მოხდება“, - განაცხადეს პროკურატურაში.

პროკურატურის ინფორმაციით, უწყება დროში შეზღუდული არ არის და გამოძიება ექს-პრეზიდენტის საქმის ყველა სხვა გარემოებას დაადგენს.
რაც შეეხება ახალ გამოძიებას, ის ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და როდის მოხდება ბრალის წაყენება, ჯერჯერობით უცნობია.
ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
ახალი კომენტარი: ზელენსკიმ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე ისაუბრა
კერძოდ, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ის ქონების ჩამორთმევის საქმეზე კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.
არჩევნები 2021
რა მოუტანა ოპოზიციას სააკაშვილის „ტრიუკმა" - ხუხაშვილი
სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა სამშობლოში მოუწევს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად და ქვეყნის ყველა ინსტიტუციის დახმარებით უკრაინის დაკავებული მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებაზე იმუშავებს.
სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და შიმშილობას აგრძელებს, რადგან თავს მიიჩნევს პოლიტპატიმრად და წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება.