არჩევნები 2021

ეგზიტპოლების ომი: ვინ გაიმარჯვა თვითმმართველობის არჩევნებში?

ვის დავუჯერით? ქართულმა ტელეკომპანიებმა ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნებს
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. კენჭისყრის დასრულებისთანავე სამმა ქართულმა ტელეარხმა მათ მიერ კომპანიებისთვის დაკვეთილი ეგზიტპოლების შედეგები გაასაჯაროვა, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება და რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს.
TV Formula–ს ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ – 46%, „ნაცმოძრაობა“ – 33%>>>
ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიები „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებენ, მაშინ როდესაც ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის პირველივე ტურში გამარჯვება გამოაცხადა.
რაც შეეხება პარტიების მიხედვით კენჭისყრის საერთო შედეგებს, რომელიც ამ არჩევნებზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, აქ ტელეკომპანიები მეტნაკლებად სოლიდარულები აღმოჩნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს კენჭისყრის შედეგები არ გამოუქვეყნებია, ხელისუფლებამ თავის მომხრეებს გამარჯვება უკვე მიულოცა.
„იმედის" ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება" 47,6%, „ნაცმოძრაობა" 27,1>>>
თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სრული მარცხის შესახებ განაცხადა.
მნიშვნელოვანი არჩევნები
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მეტად პოლიტიზებული იყო, რომლის მთავარ ინტრიგასაც ხმების 43% წარმოადგენდა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უნდა აეღო.
არჩევნები 2021
ნიკა მელია: „ქართულმა ოცნებამ“ წააგო თბილისი...
სწორედ ეს პროცენტული მაჩვენებელი წარმოადგენს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობას, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში იყო ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მაინც რეფერენდუმს უწოდებს.
ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებამ, რომელიც თბილისში პარასკევს დააკავეს. თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ოპოზიციას კვირას მასშტაბური მიტინგის გამართვისკენ მოუწოდებს, რათა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა.